არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 2 მაისი
არგენტინა

გადაუღებელმა წვიმებმა არგენტინაში წყალდიდობა გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმებმა არგენტინაში წყალდიდობა გამოიწვია

ბუენოს-აირესი, არგენტინა — გადაუღებელ წვიმებს, რომელიც 2017 წლის 29 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, დიდი წყალდიდობა მოჰყვა არგენტინის 13 პროვინციაში. ესენია: ბუენოს-აირესი, ჩაკო, ჩუბუტი, კატამარკა, ხუხუი, მისიონესი, ლა-პამპა, სალტა, სან-ხუანი, სანტა-კრუსი, სანტა-ფე, სანტიაგო-დელ-ესტერო და ტუკუმანი. არგენტინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან მოწოდებული ინფორმაციით სტიქიის შედეგად არც ერთი მოწმე სერიოზულად არ დაშავებულა.

ყველაზე მეტად სტიქიამ ჩუბუტისა და სალტას პროვინციები დააზარალა. მაგალითად, ჩუბუტის ქალაქ კომოდორო-რივადავიაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმდენი ნალექი მოვიდა, რამდენიც, ჩვეულებრივ, მთელი წლის განმავლობაში მოდის. მოწმეების 60-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია. გარდა ამისა, ჩუბუტსა და სალტაში იეჰოვას მოწმეების 2 სამეფო დარბაზი (თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობა) დაზიანდა. მოწმეების ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც ორივე პროვინციაში უწევს ორგანიზებას დაზარალებულთა დახმარებას. სტიქიის ზონაში მცხოვრები მოწმეების დახმარება, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

არგენტინა: ომარ სანჩესი, ტელ. +54-11-3220-5900