არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ტაურაი მაზარურას ხელში უჭირავს პლანშეტი, რომელშიც ძმა „მათეს სახარებას“ გადმოსცემს ზიმბამბვურ ჟესტურ ენაზე.

2021 წლის 26 იანვარი
ზიმბაბვე

იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს „მათეს სახარება“ ზიმბამბვურ ჟესტურ ენაზე

იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს „მათეს სახარება“ ზიმბამბვურ ჟესტურ ენაზე

2021 წლის 24 იანვარს გამოცხადდა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ზიმბამბვურ ჟესტურ ენაზე. ბიბლიის ამ წიგნის გამოცემის შესახებ, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს ტრანსლაციით გადაცემისას, განცხადება გააკეთა ზიმბამბვეს ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ტაურაი მაზარურამ.

ზიმბამბვურ ჟესტურენოვან კრებებში მომსახურე 401 მაუწყებელი ძალიან გაახარა ამ ახალი თარგმანის მიღებამ. მათ ერთი სული აქვთ, როდის გამოიყენებენ „მათეს სახარებას“ პირადი შესწავლის და სამქადაგებლო მსახურების დროს.

ზიმბამბვურ ჟესტურენოვანი ჯგუფი ჩაწერის პროცესში

არსებულმა პანდემიამ დამატებითი სირთულეები შეუქმნა ამ თარგმანზე მომუშავე მთარგმნელობით ჯგუფს. როგორც წესი, მთარგმნელები ხშირად სტუმრობენ ჟესტურ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობას, რათა დარწმუნდნენ, რომ თარგმნის დროს ყველასთვის გასაგებ ჟესტებს იყენებენ. თუმცა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, შეუძლებელი გახდა სმენადაქვეითებული ხალხის პირისპირ მონახულება. მთარგმნელებმა ეს პრობლემა იმით გადაჭრეს, რომ რეგულარულად დაიწყეს მათთან დაკავშირება ვიდეოზარების მეშვეობით. შედეგად, მომზადდა ისეთი თარგმანი, რომელიც ადვილი გასაგები იქნება მთელ ზიმბამბვეში მცხოვრები სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.

ძმა ჯონ ჰუნგუკა, ზიმბამბვეს ფილიალის კომიტეტის წევრი, აღნიშნავს: «„მათეს სახარების“ გამოცემით იეჰოვას მოწმეებმა, ფაქტობრივად, დაიწყეს ბიბლიის თარგმნა ზიმბამბვურ ჟესტურ ენაზე. მთლიანი ბიბლიის თარგმნას კი დაახლოებით ათი წელი დასჭირდება».

ამ პროექტიდან ჩანს, თუ როგორ უყვარს იეჰოვას ყველანაირი ადამიანი. ის კურთხევებს არ გვაკლებს, როცა მთელი გულით ვცდილობთ, ვუქადაგოთ „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს (გამოცხადება 14:6).