არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 28 ივნისი
ინდოეთი

ინდოეთში ტამილურ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლათინური დამწერლობით

ინდოეთში ტამილურ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლათინური დამწერლობით

2021 წლის 27 ივნისს ტამილურ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლათინური დამწერლობით. პროგრამა ინტერნეტის მეშვეობით 16 ქვეყანაში მცხოვრებმა ტამილურენოვანმა და-ძმებმა მოისმინეს.

მნიშვნელოვანი ცნობები

  • ტამილურ ენაზე დაახლოებით 85 მილიონი ადამიანი საუბრობს მთელ მსოფლიოში.

  • 25 500 მაუწყებელი მსახურობს 334 ტამილურენოვან კრებასა და 32 ჯგუფში.

  • პროექტზე 6 თვის განმავლობაში 5 მთარგმნელი მუშაობდა.

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტამილური დამწერლობით 2016 წლის სექტემბერში გამოიცა. ეს ბიბლია დიდი კურთხევა აღმოჩნდა ტამილურენოვანი სამქადაგებლო ველისთვის მთელ მსოფლიოში. თუმცა ტამილურ ენაზე მოლაპარაკე ზოგ ადამიანს უფრო უჭირს ტამილური დამწერლობის წაკითხვა და ლათინურ დამწერლობას ამჯობინებს.

ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ბიბლიის პირადი შესწავლის დროს ძალიან მიძნელდებოდა ტამილური ტექსტის წაკითხვა და ინგლისურ თარგმანს ვიშველიებდი ხოლმე. ეს ახალი თარგმანი ჩემთვის ნამდვილი შვება იქნება“.

გვჯერა, რომ ბიბლიის ეს ახალი გამოცემა უამრავ და-ძმას დაეხმარება, სიამოვნებით იკითხოს ღვთის სიტყვა და სიხარული პოვოს ცხოვრებასა და მსახურებაში (იესო ნავეს ძე 1:8).