არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 7 აპრილი
კამბოჯა

გამოიცა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი კამბოჯურ ენაზე

გამოიცა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი კამბოჯურ ენაზე

2021 წლის 3 აპრილს გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კამბოჯურ ენაზე როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. ამ გამოცემის შესახებ წინასწარ ჩაწერილი პროგრამა გადაიცა კამბოჯაში არსებულ ყველა კრებასა და ჯგუფში. ბიბლიის გამოცემის შესახებ განცხადება იაპონიის ფილიალის a კომიტეტის წევრმა, ძმა კენჯი ჩილიმ გააკეთა.

კამბოჯურ ენაზე დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი საუბრობს. კამბოჯურენოვან ტერიტორიაზე კი 1 100-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.

ძმა მასაჰირო ჰარადა, რომელიც იაპონიის ფილიალის კომიტეტის წევრია, აღნიშნავს: „გვჯერა, რომ ეს თარგმანი დაეხმარება მკითხველს, გაეცნოს ღვთის ისეთ ძვირფას თვისებებს, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა და გულმოწყალება. ვიმედოვნებთ, რომ ამ თარგმანის წყალობით უფრო მეტი გულწრფელი ადამიანი დაუახლოვდება იეჰოვას და ხოტბას შეასხამს მას“.

ამ პროექტზე ოთხი წლის განმავლობაში ექვსი მთარგმნელი მუშაობდა. ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი რამ თქვა: «ახალ ბიბლიაში არ არის გამოყენებული მოძველებული სიტყვები და ფრაზები. აზრს წაკითხვისთანავე ხვდები, რაც ძალიან ეხება გულს. ჩემს გრძნობებს კარგად აღწერს ფსალმუნის 139:17, სადაც წერია: „რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის!“».

კიდევ ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენი და-ძმები ამ ახალ ბიბლიას წაიკითხავენ, უფრო დაუახლოვდებიან იეჰოვას. ის მათ გულებს გაუთბობს და იეჰოვას სიყვარულში დაარწმუნებს; საფრთხის დროს თავს დაცულად აგრძნობინებს; როცა საწუხარი გაუჩნდებათ, სიმშვიდეს აპოვნინებს, განსაცდელების დროს კი ნუგეშს მოჰგვრის“.

გვჯერა, რომ ეს თარგმანი კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება, გაიცნოს ჩვენი დიდებული შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, და მას პატივი და დიდება მიაგოს, რასაც ის სამართლიანად იმსახურებს (გამოცხადება 4:11).

a კამბოჯაში სამქადაგებლო საქმეს იაპონიის ფილიალი უწევს ზედამხედველობას.