არჩეულ მასალაზე გადასვლა

2 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
მოზამბიკი

გამოიცა „მათეს სახარება“ ლოლო ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ ლოლო ენაზე

2023 წლის 22 სექტემბერს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჩარლზ ფონსეკამ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ლოლო ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა საპემოში (ზამბეზია, მოზამბიკი) ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“, რომელსაც 3 680 ადამიანი ესწრებოდა. დამსწრეებს „მათეს სახარების“ ბეჭდური ვერსიები ადგილზე დაურიგდათ. ამასთანავე, მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ამ გამოცემის ელექტრონული და აუდიო ვერსიები.

მოზამბიკში ლოლო ენაზე დაახლოებით 330 000 ადამიანი საუბრობს. მათ შორის არიან 750-მდე მაუწყებელი, რომლებიც 17 ლოლოენოვან კრებასა და 3 ჯგუფში მსახურობენ. კონგრესის დასრულების შემდეგ ერთმა ძმამ ასეთი რამ აღნიშნა: „ყოველთვის გვსურდა, ბიბლია ჩვენს მშობლიურ ენაზე წაგვეკითხა. ეს იეჰოვასგან მართლაც გასაოცარი საჩუქარია“.

ჩვენც ვუერთდებით ლოლოენოვანი და-ძმების სიხარულს, რომლებიც ემადლიერებიან იეჰოვას ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის (მათე 7:11).