არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 24 ივნისი
მოზამბიკი

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ლომვე ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ლომვე ენაზე

ამა წლის 19 ივნისს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, პატრიკ ჰეკერმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლომვე ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელსაც ლომვეენოვანი მაუწყებლების უმეტესობა თავის დარბაზში ისმენდა. თითოეულმა დამსწრემ ადგილზე მიიღო ამ გამოცემის ბეჭდური ვერსია.

ლომვე ენაზე ბიბლიების გამოცემა 1930 წლიდან დაიწყო. თუმცა ეს ბიბლიები ძალიან ძვირი ღირს და მათში მოძველებული ენაა გამოყენებული. კიდევ ერთ პრობლემას სიზუსტე წარმოადგენს. მაგალითად, არსებულ თარგმანებში ლუკას 23:43 ასეა გადმოტანილი: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს: ჩემთან ერთად იქნები ზეცაში“. თუმცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ზუსტადაა გადმოცემული ეს აზრი: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.

მუგება კრების მაუწყებლები ახალი ბიბლიებით ხელში

ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ეს ახალი გამოცემა ადვილად იკითხება და აზრი ნათლადაა გადმოცემული. ეჭვი არ მეპარება, და-ძმები ახლა უკეთ ჩასწვდებიან ბიბლიური მუხლების მნიშვნელობას და მარტივად მიხვდებიან, როგორ გამოიყენონ ნასწავლი ცხოვრებაში“.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ახალი გამოცემა ჩვენს და-ძმებს დაეხმარება, თავადაც გაიზარდონ სულიერად და მსახურებაში სხვებსაც აღმოუჩინონ დახმარება (მათე 5:3).