არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 29 ივნისი
მოზამბიკი

„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ნიუნგვე ენაზე

„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ნიუნგვე ენაზე

2021 წლის 27 ივნისს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ადაო კოსტამ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნიუნგვე ენაზე. ბიბლიის ამ ელექტრონული ფორმატის გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა და მას 2 600-ზე მეტი მაუწყებელი უსმენდა. ღონისძიება აგრეთვე გადაიცემოდა ეროვნული ტელემაუწყებლობისა და სხვადასხვა რადიოსადგურის მეშვეობით.

მნიშვნელოვანი ცნობები

  • ნიუნგვე ენაზე ძირითადად მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტეტეს პროვინციაში საუბრობენ.

  • დაახლოებით 400 000 ადამიანი ლაპარაკობს ნიუნგვე ენაზე.

  • პროექტზე 6 მთარგმნელი მუშაობდა 2 წლის განმავლობაში.

ძმა ადაო კოსტა აღნიშნავს: „მრავალი წლის მანძილზე ნიუნგვე ენაზე ბიბლია არ არსებობდა. ამიტომ ადგილობრივი და-ძმები ბიბლიის ჩიჩევაენოვან თარგმანს იყენებდნენ. ეს კი სირთულეებს ქმნიდა, რადგან ბევრ ჩიჩევაენოვან სიტყვასა და გამოთქმას არასწორად იგებდნენ“.

ბიბლიის გამოცემამდე ერთ-ერთმა მთარგმნელმა თქვა: „მაუწყებლები სიხარულით ხტუნვას დაიწყებენ, როცა ამ ბიბლიას მიიღებენ. მათთვის ეს ახდენილი ოცნებასავით იქნება, ღვთისგან მოვლენილი სასწაულის მსგავსი. ისინი დიდ მადლობას შესწირავენ იეჰოვას“.

ვლოცულობთ, რომ ეს ბიბლია უფრო მეტ გულწრფელ ადამიანს დაეხმაროს სასიხარულო ცნობის გაგებაში (გამოცხადება 22:17).