არჩეულ მასალაზე გადასვლა

22 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ნიგერია

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ პიჯინი და ურჰობო ენებზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ პიჯინი და ურჰობო ენებზე

2023 წლის 12 თებერვალს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ვინდერმა გამოაცხადა, რომ პიჯინი (დასავლეთი აფრიკა) და ურჰობო ენებზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“. ნიგერიაში 559 326-მა ადამიანმა მოუსმინა პროგრამას, რომელიც კრებებში სტრიმინგის მეშვეობით გადაიცემოდა. ამ გამოცემების ელექტრონული ფორმატები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი, ხოლო ბეჭდური ვერსიები წელს, ოდნავ მოგვიანებით, გახდება ხელმისაწვდომი.

პირველი პიჯინიენოვანი (დასავლეთი აფრიკა) კრება 2015 წელს ჩამოყალიბდა. დღეს უკვე 1 100-ზე მეტი კრებაა ნიგერიაში. ამ ენაზე კრებები ტარდება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ინგლისსა და ამერიკაში. ამ ახალ გამოცემამდე კრებები ინგლისურ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იყენებდნენ. ერთი ძმა ამბობს: „ჩვენ პიჯინი ენაზე ვქადაგებდით, მაგრამ ბიბლიურ მუხლებს ინგლისურად ვუკითხავდით ხალხს, რაც ძალიან უცნაური იყო. ზოგჯერ მობინადრე ვერ იგებდა წაკითხულის არსს. ახლა კი ისევ პიჯინი ენაზე ვქადაგებთ და ბიბლიურ მუხლებსაც ამ ენაზე ვუკითხავთ ხალხს, რაც მობინადრეებისთვის უფრო გასაგებს ხდის მთავარ აზრს“.

ურჰობო ენაზე ნათარგმნი პირველი ბროშურა „ცხოვრება სამართლიანი ახალი ქვეყნიერების იმედად“

პირველი ურჰობოენოვანი კრება 1933 წელს ჩამოყალიბდა. ამ ენაზე 1968 წელს ითარგმნა პირველი ბროშურა „ცხოვრება სამართლიანი ახალი ქვეყნიერების იმედად“. მას შემდეგ კრებების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება და დღეს მათი რაოდენობა 103-ს შეადგენს. ეს ახალი გამოცემა არის ბუნებრივ და ადვილად გასაგებ ენაზე ნათარგმნი, რაც უდიდეს დახმარებას გაუწევს კრებებს.

ვლოცულობთ, რომ ეს ახალი თარგმანები ბევრს დაეხმაროს, ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს (კოლოსელები 1:9).