არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 5 ივლისი
პორტუგალია

პორტუგალია, ლისაბონი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

პორტუგალია, ლისაბონი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 28—30 ივნისი, 2019

  • ადგილი: „სპორტ ლეჟბოა ბენფიკას სტადიონი“ ლისაბონში

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ესპანური, ინგლისური, პორტუგალიური, პორტუგალიური ჟესტური

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 63 390

  • მონათლულთა რაოდენობა: 451

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 300

  • მიწვეული ფილიალები: ანგოლა, ავსტრალაზია, ბრაზილია, განა, ესპანეთი, ვენესუელა, ინდოეთი, კანადა, მოზამბიკი, სენეგალი, შეერთებული შტატები, ცენტრალური ამერიკა

  • ადგილობრივი შემთხვევა: სანტოსი იყო დელეგატებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი. როდესაც ავტობუსის გამცილებელმა ის კონგრესზე დაპატიჟა, სანტოსმა ასეთი სიტყვები უთხრა: „სიამოვნებით წამოვალ. იმ წუთიდან მოყოლებული, რაც თქვენთან თანამშრომლობა დავიწყე, ვერც კი აღგიწერთ, ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ. ვერ ვხვდები, როგორ, მაგრამ აშკარაა, რომ თქვენთან ყოფნა სიმშვიდეს მანიჭებს. სტადიონის ტერიტორიაზე ყოველდღე მომიწევს ყოფნა; ასე რომ, კონგრესსაც დავესწრები“. კონგრესის შემდეგ სანტოსმა აღნიშნა, რომ ძალიან მოეწონა პროგრამა. ის ცხოვრობს ლისაბონთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში. კონგრესზე მან გაიცნო ერთი ძმა, რომელიც მის მეზობელ სოფელში ცხოვრობს და შეთანხმდნენ, რომ კონგრესის დამთავრების შემდეგ კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

 

ადგილობრივი და-ძმები ეგებებიან აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს.

დელეგატები ესწრებიან პორტუგალიის ფილიალში გამართულ ღია კარის დღეს.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა ჯეფრი ჯექსონი, ბოლო თემას წარმოთქვამს კონგრესის პირველ დღეს.

დამსწრეები აკეთებენ პორტუგალიური ჟესტური ენის ერთ-ერთ ჟესტს.

ერთ-ერთი დის ნათლობა.

გოგონა სურათს იღებს მათესთან და თათიასთან.

დამსწრეები ასრულებენ კონგრესის ბოლო სიმღერას.

სპეციალური სრული დროით მსახურები ემშვიდობებიან კონგრესზე დამსწრეებს.

სტუმრები ქადაგებენ ადგილობრივ ძმასთან ერთად.

ადგილობრივი და-ძმები სტუმრებისთვის ტრადიციულ ცეკვას ასრულებენ.

საღამოს ღონისძიების მონაწილეები ემშვიდობებიან სტუმრებს.