არჩეულ მასალაზე გადასვლა

გადაუღებელმა წვიმებმა დიდი ზიანი მიაყენა კვაზულუ-ნატალის პროვინციას.

2022 წლის 25 აპრილი
სამხრეთი აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში გადაუღებელ წვიმას მეწყერი მოჰყვა

სამხრეთ აფრიკაში გადაუღებელ წვიმას მეწყერი მოჰყვა

ამა წლის 13 აპრილს გადაუღებელმა წვიმებმა დიდი ზიანი მიაყენა კვაზულუ-ნატალის პროვინციას (სამხრეთი აფრიკა). მას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია გზები და ბევრგან მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ზოგან 24 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 300 მილიმეტრამდე მიაღწია.

დაზარალებული და-ძმები

  • არ დაღუპულა არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი.

  • მსუბუქად დაშავდა ჩვენი დის გოგონა, რომელიც კედლის ნანგრევებში მოჰყვა.

  • მსუბუქად დაშავდა ერთი ჩვენი ძმა, როდესაც მისი სახლი მოვარდნილმა ნიაღვარმა გაანადგურა.

  • განადგურდა 27 სახლი.

  • დაზიანდა 102 სახლი.

  • საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია 87 მაუწყებელს.

  • მსუბუქი ზიანი მიადგა 2 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

  • სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები დახმარების ხელს უწვდიან დაზარალებულ და-ძმებს.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობას კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

ვიცით, რომ იეჰოვა დღესაც მხარში უდგას გასაჭირში მყოფ ჩვენს და-ძმებს, მალე კი მარადიულად გავიხარებთ მის მიერ დაპირებული ცხოვრებით (2 კორინთელები 4:18).