არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 2 დეკემბერი
ტოგო

ძლიერი წყალდიდობა ტოგოში

ძლიერი წყალდიდობა ტოგოში

ძლიერი წყალდიდობა ტოგოში

2019 წელს ტოგოში ძლიერმა და ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმებმა ქალაქ ლომეში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქია შეეხო 257 მაუწყებელს შვიდი კრებიდან. ძმები ორგანიზებას უწევენ დახმარების დროულად მიწოდებას.

დატბორილ შენობებში ზოგან წყლის დონემ 1 მეტრს მიაღწია, რის გამოც 51 და-ძმას მოუწია საცხოვრებლის დატოვება. დაზარალებული და-ძმები ახლო-მახლო ტერიტორიაზე მცხოვრებმა მაუწყებლებმა შეიფარეს და მათ საჭიროებებზე ზრუნავენ.

წყალდიდობის შედეგად სასმელი წყლის მარაგი ზოგ ადგილას დაბინძურდა. ბენინის ფილიალის კომიტეტი, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას უწევს ზედამხედველობას ტოგოში, ყველანაირად ზრუნავს იმაზე, რომ სარაიონო ზედამხედველებისა და ადგილობრივი უხუცესების მეშვეობით ყველა დაზარალებულს მიეწოდოს პირველადი მოხმარების ნივთები, მათ შორის, წყლის გამწმენდი ტაბლეტები, სადეზინფექციო საშუალებები და ქლორი.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ტოგოში მცხოვრები ჩვენი თანაქრისტიანები, რომლებიც თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ ერთმანეთის მიმართ (იოანე 13:34, 35).