სოფონია 1:1—18

  • ახლოსაა იეჰოვას დღე, განაჩენის აღსრულების დღე (1—18).

    • იეჰოვას დღე სწრაფად მოდის (14).

    • ვერც ვერცხლი იხსნის და ვერც ოქრო (18).

1  იეჰოვას სიტყვა ეუწყა სოფონიას*, ხიზკიას ვაჟის, ამარიას ვაჟის, გედალიას ვაჟის, ქუშის ვაჟს, იუდას მეფე იოშიას,+ ამონის+ ვაჟის დროს:   „ყველაფერს აღვგვი მიწის პირიდან, — ამბობს იეჰოვა.+ —   ბოლოს მოვუღებ ადამიანსაც და ცხოველსაც, ბოლოს მოვუღებ ფრინველებს ცაში და თევზებს ზღვაში,+მოვსპობ დაბრკოლებებს*+ ბოროტებთან ერთად.აღვგვი ხალხს მიწის პირიდან, — ამბობს იეჰოვა. —   ხელს აღვმართავ იუდასადა იერუსალიმის მკვიდრებზედა წავშლი იქიდან ბაალის+ თაყვანისმცემლობის ყოველგვარ კვალს,ქურუმთა და მღვდელთა სახსენებელს.+   მოვსპობ მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემს ცის ლაშქარს,+ვინც პირქვე ემხობა და ერთგულებასიეჰოვასაც ეფიცება+ და მალქამსაც,+   ვინც ზურგს აქცევს იეჰოვას,+ვინც თაყვანს არ სცემს იეჰოვას და რჩევისთვის არ მიმართავს“.+   დადუმდით უზენაესი უფლის, იეჰოვას წინაშე, რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე.+ იეჰოვამ მსხვერპლი მოამზადა;მან განწმინდა ისინი, ვინც მიიწვია.   „მე, იეჰოვა, მსხვერპლის შეწირვის დღეს პასუხს მოვთხოვ მთავრებს,უფლისწულებს+ და ყველას, ვისაც უცხოური სამოსელი აცვია.   იმ დღეს პასუხს ვაგებინებ ყველას, ვინც კვარცხლბეკზე* მიძვრება,ვინც თავისი ბატონის სახლს ძალადობითა და მზაკვრობით ავსებს. 10  იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, —გაისმება ყვირილი თევზის კარიბჭიდან,+მოთქმა — ქალაქის მეორე უბნიდან+და დიდი ნგრევის ხმა — გორებიდან. 11  იგლოვეთ, მაქთეშის* მკვიდრნო,რადგან დაიხოცა ყველა ვაჭარიდა შეიმუსრა ყველა, ვინც ვერცხლს წონიდა. 12  იმ დროს ლამპრებით გულდასმით დავათვალიერებ იერუსალიმსდა პასუხს მოვთხოვ არხეინად მყოფთ, გულში რომ ამბობენ,იეჰოვა არც კარგს მოიმოქმედებს და არც ცუდსო.+ 13  დაიტაცებენ მათ სიმდიდრეს და გაპარტახდება მათი სახლები.+ ააშენებენ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებენ,გააშენებენ ვენახებს, მაგრამ ღვინოს ვერ დალევენ.+ 14  ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე,+ ახლოს არის და სწრაფად მოდის!+ იეჰოვას დღეს მწარე მოთქმის ხმა გაისმება;+ მაშინ მებრძოლნიც კი აყვირდებიან.+ 15  რისხვის დღეა ის,+გასაჭირისა და ტანჯვის დღე,+ქარიშხლისა და გაპარტახების დღე,სიბნელისა და უკუნეთის დღე,+ღრუბლებისა და წყვდიადის დღე,+ 16  დღე, როცა საყვირს ჩაჰბერავენ და საბრძოლო ყიჟინას დასცემენ+გამაგრებული ქალაქებისა და კუთხის მაღალი კოშკების წინააღმდეგ.+ 17  გასაჭირს მოვუვლენ ხალხსდა ბრმებივით ივლიან,+რადგან შესცოდეს იეჰოვას.+ მტვერივით გაიფანტება მათი სისხლიდა ნეხვივით ეყრება მათი შიგნეული.+ 18  ვერც ვერცხლი იხსნის მათ იეჰოვას მრისხანების დღეს და ვერც ოქრო.+მისი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს მთელ დედამიწას;+ის სასტიკად შემუსრავს დედამიწის ყველა მკვიდრს“.+

სქოლიოები

ნიშნავს: „იეჰოვა მალავს (განძივით ინახავს)“.
სავარაუდოდ, იგულისხმება კერპები ან საკერპო რიტუალები.
შესაძლოა იგულისხმებოდეს მეფის ტახტის კვარცხლბეკი.
სავარაუდოდ, იგულისხმება იერუსალიმის ერთ-ერთი უბანი თევზის კარიბჭესთან ახლოს.