ფილიმონის მიმართ 1:1—25

  • მოკითხვა (1—3).

  • ფილიმონის სიყვარული და რწმენა (4—7).

  • პავლეს თხოვნა ონისიმეს გულისთვის (8—22).

  • მოკითხვის შეთვლა (23—25).

 ქრისტე იესოსადმი რწმენის გამო დაპატიმრებული+ პავლესგან და ძმა ტიმოთესგან+ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამსახურს, ფილიმონს,  აპფიას, ჩვენს დას, ჩვენს თანამებრძოლ არქიპესა+ და კრებას, რომელიც შენს სახლში იკრიბება.+  არ მოგკლებოდეთ წყალობა და მშვიდობა ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!  ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როცა ლოცვებში გიხსენიებ,+  რადგან ხშირად მესმის უფალ იესოსადმი შენი რწმენისა და იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც მისადმი და ყველა წმინდის მიმართ იჩენ.  ვლოცულობ, რომ ჩვენმა საზიარო რწმენამ აღგძრას, დააფასო ყველა ის სიკეთე, რაც ქრისტეს მეშვეობით გვაქვს.  დიდად გავიხარე და გავმხნევდი, როცა შევიტყვე, რომ შენი სიყვარულით, ჩემო ძმაო, წმინდებს გულები გაუთბე.  ამიტომ ქრისტესგან ბოძებული სითამამით კი შემიძლია გიბრძანო იმის გაკეთება, რაც მართებულია,  მაგრამ სიყვარულით გთხოვ მე, პავლე, ხნიერი კაცი, და, ამავე დროს, ქრისტე იესოსადმი რწმენის გამო დაპატიმრებული, 10  ჩემი შვილის, ონისიმეს+ გულისთვის გთხოვ, რომელიც პატიმრობისას შემეძინა.+ 11  ის ერთ დროს შენთვის უსარგებლო იყო, მაგრამ ახლა შენთვისაც გამოსადეგია და ჩემთვისაც. 12  გიგზავნი მას, ჩემთვის ძვირფას ადამიანს. 13  მინდოდა, ჩემთან დამეტოვებინა, რომ სასიხარულო ცნობის გულისთვის პატიმრობაში მყოფს შენ მაგივრად მომმსახურებოდა,+ 14  მაგრამ შენი თანხმობის გარეშე ამის გაკეთება არ მინდოდა, რათა შენი კეთილი საქმე ნებაყოფლობითი იყოს და არა ნაძალადევი.+ 15  იქნებ იმიტომაც დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ დაგბრუნებოდა, 16  ოღონდ არა როგორც მონა,+ არამედ მონაზე მეტი — როგორც საყვარელი ძმა;+ მე ძალიან მიყვარს იგი, მაგრამ შენ უფრო მეტად შეიყვარებ მას, როგორც მონასა და თანამორწმუნეს უფალში. 17  ამიტომ, თუ შენს მეგობრად მთვლი, გულთბილად მიიღე ის, როგორც მე მიმიღებდი. 18  თუ გაზარალა ან რამე მართებს შენი, მე დამადე ვალად. 19  მე, პავლე, ჩემი ხელით გწერ: მე გადავიხდი; იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ შენი სიცოცხლით ხარ ჩემი მოვალე. 20  ძმაო, დამეხმარე უფალში, გამიხარე გული ქრისტეში. 21  იმიტომ გწერ, რომ გაითვალისწინებ ამას და ვიცი, იმაზე მეტს გააკეთებ, ვიდრე გთხოვ. 22  ადგილიც გამიმზადე დასარჩენად; ვიმედოვნებ, რომ თქვენი ლოცვების წყალობით გავთავისუფლდები და გინახულებთ.+ 23  მოკითხვას გითვლიან ეპაფრა,+ ჩემი თანაპატიმარი ქრისტეში, 24  და ჩემი თანამსახურები: მარკოზი, არისტარქე,+ დემასი+ და ლუკა.+ 25  არ მოგკლებოდეთ უფალ იესო ქრისტეს წყალობა თქვენ მიერ გამოვლენილი სულისკვეთებისთვის!

სქოლიოები