არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 134

შვილები – მემკვიდრეობა იეჰოვასგან

შვილები – მემკვიდრეობა იეჰოვასგან

(ფსალმუნი 127:3–5)

  1. 1. როცა ქალს შვილი უჩნდება

    და როდესაც კაცი ხდება მამა,

    შვილი მხოლოდ მათ არ ეკუთვნით,

    მათ მიენდოთ მისი აღზრდა.

    ის უბოძა მათ იეჰოვამ,

    სიცოცხლის და სიყვარულის წყარომ.

    მშობლებს აძლევს მითითებებს, რომ

    შვილები მათ ბრძნულად აღზარდონ.

    (მისამღერი)

    ღმერთმა ნდობა გამოგიცხადათ,

    სიცოცხლე განდოთ ძვირფასი.

    დააფასებთ ამ პატივს, თუ თქვენ

    ღვთის მცნებებს ჩაუნერგავთ შვილს.

  2. 2. გულში კარგად ჩაიბეჭდეთ

    ღვთის სიტყვები და მითითებები,

    გაქვთ დავალებული, რომ შვილებს

    ასწავლოთ თქვენ ღვთის მცნებები.

    მათ მუდამ ესაუბრეთ და ეს

    წლების შემდეგაც ემახსოვრებათ.

    იქნებიან ღვთის ერთგულები

    და მიიღებენ მის კურთხევას.

    (მისამღერი)

    ღმერთმა ნდობა გამოგიცხადათ,

    სიცოცხლე განდოთ ძვირფასი.

    დააფასებთ ამ პატივს, თუ თქვენ

    ღვთის მცნებებს ჩაუნერგავთ შვილს.

(იხილეთ აგრეთვე კან. 6:6, 7; ეფეს. 6:4; 1 ტიმ. 4:16)