არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 149

გამარჯვების სიმღერა

გამარჯვების სიმღერა

(გამოსვლა 15:1)

  1. 1. იეჰოვა ღმერთს და მის წმინდა სახელს უმღერეთ.

    ამაყ ეგვიპტელთა ჯარი ზღვაში ჩაყარა.

    აქეთ იაჰი, ყოვლისშემძლე,

    უბადლო ღმერთი,

    მან მტერი ბრძოლაში

    სასტიკად დაამარცხა.

    (მისამღერი)

    უზენაესო იეჰოვა,

    დიადო ღმერთო, შენ არ იცვლები,

    სულ მალე მტრებს გაანადგურებ, რომ

    განწმინდო შენი სახელი.

  2. 2. შეხედეთ, დღესაც იეჰოვას ემტერებიან.

    ფარაონის მსგავსად

    შერცხვებიან ერები.

    არმაგედონში ღვთის მტრები

    ვერ გადარჩებიან.

    ყველა მიხვდება, რომ

    იეჰოვაა ღმერთი.

    (მისამღერი)

    უზენაესო იეჰოვა,

    დიადო ღმერთო, შენ არ იცვლები,

    სულ მალე მტრებს გაანადგურებ, რომ

    განწმინდო შენი სახელი.