არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 38

ის გაგაძლიერებთ

ის გაგაძლიერებთ

(1 პეტრე 5:10)

  1. 1. ღმერთმა სიბნელიდან გიხმოთ სინათლეში

    და თავად გამცნოთ ჭეშმარიტება.

    მან დაინახა თქვენს გულში წადილი, რომ

    ეძებდით, გსურდათ სწორის კეთება.

    ისმინა ლოცვა და აღთქმა თქვენი,

    რომ მის ნებას სულ შეასრულებდით.

    (მისამღერი)

    ღმერთმა იესოს სისხლით

    გამოგისყიდათ თქვენ,

    ახლა მას ეკუთვნით

    და თავად გატარებთ.

    ის ყოველთვის დაგიცავთ

    და გაგაძლიერებთ.

    დიახ, ის დაგიცავთ,

    მუდამ განგამტკიცებთ.

  2. 2. ღმერთმა საყვარელი ძე გაიღო თქვენთვის,

    მას სურს, იყოთ სულ წარმატებული.

    და რადგან მოგცათ ძე, ის მოგცემთ ძალას თქვენ,

    მასში იყავით დარწმუნებული.

    თქვენს რწმენას, სიყვარულს არ ივიწყებს;

    ის თავის ცხვარზე მუდამ იზრუნებს.

    (მისამღერი)

    ღმერთმა იესოს სისხლით

    გამოგისყიდათ თქვენ,

    ახლა მას ეკუთვნით

    და თავად გატარებთ.

    ის ყოველთვის დაგიცავთ

    და გაგაძლიერებთ.

    დიახ, ის დაგიცავთ,

    მუდამ განგამტკიცებთ.

(იხილეთ აგრეთვე რომ. 8:32; 14:8, 9; ებრ. 6:10; 1 პეტ. 2:9)