არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 62

ახალი სიმღერა

ახალი სიმღერა

(ფსალმუნი 98)

  1. 1. ღმერთი ყველამ ადიდოს ახალი სიმღერით,

    მის დიდ საქმეებზე ყველას მოუყევით.

    ქებით მიდით ღმერთთან, რადგან ის სულ იმარჯვებს.

    ის სამართლიანად

    ხალხებს ასამართლებს.

    (მისამღერი)

    ახალი სიმღერა

    იმღერეთ!

    უმღერეთ

    იეჰოვას, მეფეს!

  2. 2. მარად აქეთ ღვთის სახელი, ქებით მიმართეთ,

    ღმერთს სიმღერით ყველამ დიდება მიაგეთ.

    ღვთის ამ დიად სადიდებელს თქვენც შეუერთდით,

    საყვირით და ქნარით

    მას ხოტბა შეასხით.

    (მისამღერი)

    ახალი სიმღერა

    იმღერეთ!

    უმღერეთ

    იეჰოვას, მეფეს!

  3. 3. ზღვა და მისი ბინადრებიც ღმერთს ადიდებდნენ,

    მიწიერ ქმნილებებს ყველა შეუერთდეს!

    ქება იმღერონ მთებმა, გორებმა, ველებმა,

    ღმერთი აქონ ტბებმა

    და მდინარეებმა.

    (მისამღერი)

    ახალი სიმღერა

    იმღერეთ!

    უმღერეთ

    იეჰოვას, მეფეს!

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 96:1; 149:1; ეს. 42:10)