არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 68

სამეფოს თესლის თესვა

სამეფოს თესლის თესვა

(მათე 13:4–8)

  1. 1. გვსურს, დავკავდეთ დღეს უფლის საქმით,

    მივყვეთ ჩვენი ბატონის ხმას.

    ის გვხელმძღვანელობს, გვეხმარება,

    ღვთის სწავლებით გვინათებს გზას.

    ჭეშმარიტება მათ მიიზიდავს,

    ვინც მართალია და წრფელი.

    მაშ, ერთგულად განაგრძეთ ქადაგება

    და იმსახურეთ შემართებით.

  2. 2. თუ ბევრს იშრომებთ მკის საქმეში,

    თქვენ წარმატებას მიაღწევთ.

    დღეს სჭირდება ხალხს დახმარება,

    რომ ჭეშმარიტებას ჩასწვდნენ.

    გაამხნევეთ, რომ მათ სძლიონ ეჭვებს

    და გაუძლონ განსაცდელს რთულს.

    ღვთის სიტყვა ფესვს გაიდგამს მათ გულებში,

    რაც მოგანიჭებთ დიდ სიხარულს.

(იხილეთ აგრეთვე მათ. 13:19–23; 22:37)