არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 8

იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

(ფსალმუნი 91)

  1. 1. ვენდობით იეჰოვას,

    ჩვენს ღმერთს, თავშესაფარს.

    მის ჩრდილქვეშ ვართ დაცულნი,

    დავრჩეთ იქ მარადჟამს.

    ერთგულებს ის დაიფარავს.

    ჩვენ ვენდობით მის ძლიერ მკლავს.

    ჩვენი კლდე, იეჰოვა,

    ერთგულს გაუჩენს სამართალს.

  2. 2. ჩვენ გვერდით დაეცემა

    ათასობით მტერი,

    გულმართლებს და თავმდაბლებს

    არ დატოვებს ღმერთი.

    საშინელი დროც რომ დადგეს,

    გული შიშს არ გაიკარებს.

    საფრთხისგან ის დაგვიცავს,

    რადგან მას შევეფარებით.

  3. 3. ცხოვრების გზაზე ღმერთი

    მახეებს გვარიდებს,

    დღისით თუ ღამით გვიცავს,

    მტერი არ გვაშინებს.

    ის შიშის მიზეზს არ გვაძლევს

    და წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს.

    სულ გვიცავს იეჰოვა,

    თავშესაფარს მასში ვპოვებთ.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 97:10; 121:3, 5; ეს. 52:12)