არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 99

უამრავი და-ძმა

უამრავი და-ძმა

(გამოცხადება 7:9, 10)

  1. 1. დღეს უამრავ და-ძმას ვხედავთ,

    უკვე მილიონებს,

    ღვთის მოწმეებს ერთგულებს,

    ურყევთ, უმწიკვლოებს.

    დღითი დღე ვიზრდებით და

    ძლიერი ხალხი ვართ.

    ჩვენ ხოტბას ვასხამთ და ვადიდებთ

    ღმერთს ყველა ერიდან.

  2. 2. ღვთის სასიხარულო ცნობას

    ვქადაგებთ და-ძმები.

    სჭირდებათ მილიონებს

    ნუგეში, იმედი.

    იესო გვამშვიდებს და

    დაღლილთ ძალას გვმატებს.

    სირთულეებს არ ვუშინდებით

    და კვლავაც ვქადაგებთ.

  3. 3. ღმერთი ამ უამრავ და-ძმას

    დღედაღამ დაგვყურებს,

    მიწიერ ეზოებში

    უსაფრთხოდ გვამყოფებს.

    გვაქვს პატივი, რომ ვიყოთ

    ღვთის თანამშრომლები.

    სამეფოს შესახებ ვქადაგებთ,

    ღმერთს ვემსახურებით.

(იხილეთ აგრეთვე ეს. 52:7; მათ. 11:29; გამოცხ. 7:15)