არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საგუშაგო კოშკი № 1, 2023 | მენტალური ჯანმრთელობა — ბიბლიური რჩევები

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ებრძვის მენტალურ პრობლემებს. ემოციურ ტკივილს ყველა განიცდის ასაკის, განათლების, ეკონომიკური მდგომარეობის, წარმომავლობისა თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. რა არის მენტალური დაავადება და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე? ამ ჟურნალში ხაზი გაესმება, რამდენად მნიშვნელოვანია დროული სამედიცინო დახმარების მიღება და რა პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს ბიბლია.

 

მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი მთელ მსოფლიოში

მენტალური პრობლემები შეიძლება შეექმნას ნებისმიერი წარმომავლობისა თუ ასაკის ადამიანს. გაიგეთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური რჩევები მენტალურ დაავადებებთან ბრძოლაში.

ღმერთი ზრუნავს თქვენზე!

რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ღმერთს ყველაზე უკეთ ესმის თქვენი?

1 | ლოცვა — „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ“

ნამდვილად ღირს, ღმერთს გაანდოთ თქვენი ფიქრები თუ საწუხარი? როგორ დაეხმარება ლოცვა მენტალური დაავადების მქონეთ?

2 | წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეში

ბიბლია უტყუარ იმედს გვაძლევს, რომ მალე ემოციური ტკივილი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება.

3 | ბიბლიური მაგალითები

ბიბლიაში იმ ადამიანების რეალურ ისტორიებს ვკითხულობთ, რომლებსაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდათ. ეს კი გვარწმუნებს, რომ ერთადერთი არ ვართ, ვისაც ემოციურ პრობლემებთან უწევს ჭიდილი.

4 | ბიბლია პრაქტიკულ დახმარებას გვთავაზობს

გაიგეთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლიიდან გამამხნევებელი მონაკვეთების კითხვა და რეალური მიზნების დასახვა მენტალურ პრობლემებთან ბრძოლაში.

როგორ დავეხმაროთ მენტალური პრობლემების მქონეთ?

თქვენმა მხარში დგომამ შეიძლება თქვენს მეგობარს გაუადვილოს მენტალურ პრობლემებთან ბრძოლა.