არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა

ისინი ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა

ისინი ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა

ერთხელ იესო ქრისტემ თავის მსმენელებს უთხრა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). როგორც ქვემოთ მოცემული მაგალითებიდან ვიგებთ, ეს თავისუფლება მატყუარა დემონებისგან გათავისუფლებასაც გულისხმობს, რომლებიც ოკულტიზმის მიღმა დგანან (იოანე 8:44).

თითოეული ეს შემთხვევა კარგად გვანახვებს, რამხელა ძალა აქვს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მხოლოდ მას შეუძლია ადამიანების გათავისუფლება. იქნებ ღირს გამოიკვლიოთ ბიბლია და თავად დარწმუნდეთ ამაში.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

სურათები იმიტირებულია.

სუზანა ბრაზილიაში ცხოვრობს. ის ერთ დროს ქურუმი იყო. მას უნდოდა, რომ ზებუნებრივი ძალები გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოეყენებინა. გარდა ამისა, ის სიამოვნებით ესაუბრებოდა თავის „გარდაცვლილ დედას“. გავიდა დრო და „დედამ“ ხვეწნა დაუწყო, რომ თავი მოეკლა, რათა მასთან ერთად ყოფილიყო სულიერ სამყაროში. ამის გამო სუზანამ მოსვენება დაკარგა. მას ღამით კოშმარებიც კი ესიზმრებოდა. მოგვიანებით მეუღლესთან ერთად მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ისინი ეშმაკისგან დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ, მაგრამ საბოლოოდ ის „გაიქცა“ მათგან (იაკობი 4:7). ახლა ისინი მშვიდად ცხოვრობენ და სუზანას კოშმარები აღარ სტანჯავს. ის წერს: „იეჰოვამ ბევრი სიკეთე გამიკეთა, მაგრამ განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მან სულიერი სიბნელიდან დამიხსნა“.

ტიმოთი დასავლეთ აფრიკაში ცხოვრობს. * ის ყრუ-მუნჯია. მას ექიმებმა ვერაფერი უშველეს, ამიტომ მან დახმარებისთვის შემლოცველებს მიმართა, მაგრამ ისინიც ვერაფრით დაეხმარნენ. „გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვიყავი“, — წერს ის. მოგვიანებით ტიმოთიმ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მათ ტიმოთის აუხსნეს, რომ მალე ღვთის განზრახვისამებრ ყოველგვარ ავადმყოფობას და უძლურებას ბოლო მოეღება. ის ამბობს: «მოუთმენლად ველოდები ღვთის ახალ ქვეყნიერებას, სადაც „ყრუებს ყურები გაეხსნებათ . . . და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“» (ესაია 35:1—6). მანამ კი, პორტატიული DVD-პლეიერის მეშვეობით ის სიხარულით უზიარებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას სმენადაქვეითებულებს და ნამდვილი თავისუფლების პოვნაში ეხმარება მათ.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

ეველენი ესტონეთში ცხოვრობს. ის ერთ დროს ოკულტიზმით იყო გატაცებული. მას სურდა, იესოს მსგავსად ხალხი განეკურნა, განსაკუთრებით დედა, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მან შეისწავლა ქანქარის მეშვეობით დიაგნოზის დასმისა და სერიოზული დაავადებების მკურნალობის მეთოდი. მოგვიანებით მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ამბობს: „მივხვდი, რომ მოტყუებული ვიყავი. ამიტომ სპირიტული ლიტერატურა და ქანქარა დავწვი“. ის ახლა სხვებს ასწავლის ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელიც ათავისუფლებს.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

მერი პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთ კუნძულზე გაიზარდა, სადაც ხალხს მკვდრების ეშინია. როცა მის სოფელში ვინმე კვდებოდა, მერი სხვისი ლოგინის ქვეშ ძვრებოდა და იქ იძინებდა, რადგან ფიქრობდა, რომ თუ მარტო დარჩებოდა, მიცვალებულის სული არ მოასვენებდა. შემდეგ მან ბიბლიიდან გაიგო, რომ მკვდრებს, ასე ვთქვათ, სძინავთ და ელოდებიან იმ დროს, როცა დედამიწაზე სამოთხეში აღდგებიან (ლუკა 23:43; იოანე 11:11—14). ახლა მას მკვდრების აღარ ეშინია.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

ალისია, რომელიც შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების ოჯახში გაიზარდა, ოკულტური ლიტერატურითა და ფილმებით იყო დაინტერესებული. ერთხელაც ის სერიოზულად დაფიქრდა ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა ნასწავლი. ის მიხვდა, რომ სინამდვილეში იეჰოვას სუფრიდანაც ჭამდა და დემონების სუფრიდანაც. ამიტომ მან შეიცვალა დამოკიდებულება და ახლა სუფთა სინდისით ემსახურება ღმერთს (1 კორინთელები 10:21).