არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლიის თვალსაზრისი

ფული

ფული

არის ფული ზიანის მომტანი?

„ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:10).

რას ამბობს ხალხი.

ზოგის აზრით, ფულს ზიანი მოაქვს.

რას ამბობს ბიბლია.

„ფულის სიყვარულს“ მოაქვს ზიანი და არა თავად ფულს. ბიბლიაში მდიდარმა მეფე სოლომონმა მოიხსენია სამი რამ, რაც ხშირ შემთხვევაში ფულის სიყვარულს მოჰყვება. დარდი: „მდიდარს ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“ (ეკლესიასტე 5:12). დაუკმაყოფილებლობის გრძნობა: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10). კანონის დარღვევის ცდუნება: „ვინც სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება“ (იგავები 28:20).

 რა მიზანს ემსახურება ფული?

ფული იცავს კაცს (ეკლესიასტე 7:12).

რას ამბობს ხალხი.

ფული ფინანსური უსაფრთხოებისა და ბედნიერების გარანტიაა.

რას ამბობს ბიბლია.

მითი, რომ ფულით შეიძლება იყიდო ბედნიერება და უსაფრთხოება, არის ერთ-ერთი „მაცდუნებელი ძალა“, რომელიც ადამიანს გამდიდრებისკენ უბიძგებს (მარკოზი 4:19). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ „ფული ყველაფერზე პასუხისმგებელია“ (ეკლესიასტე 10:19). მაგალითად, ფულით შეგვიძლია ვიყიდოთ ის, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია — საკვები და წამალი (2 თესალონიკელები 3:12).

ფული იმაშიც გვეხმარება, რომ ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო“ (1 ტიმოთე 5:8).

როგორ შეიძლება ფულის გონივრულად გამოყენება?

ჯერ დაჯექი და გამოთვალე ხარჯები (ლუკა 14:28).

რას ამბობს ბიბლია.

ფული ისე გამოიყენეთ, რომ ღვთის მოწონება დაიმსახუროთ (ლუკა 16:9). გონივრული იქნება, პასუხისმგებლობითა და პატიოსნად მოვიქცეთ, როცა საქმე ფულს ეხება (ებრაელები 13:18). თუ გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ პრობლემები, „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე“ და ნუ დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გაქვთ (ებრაელები 13:5).

მართალია, ბიბლია არ განსჯის ვალის აღებას, მაგრამ გვაფრთხილებს: „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7). მოერიდეთ ნაჩქარევად რამის ყიდვას, რადგან „მოჩქარე სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). ნაცვლად ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, გადავდოთ, ვისაც რისი საშუალება გვაქვს და შევინახოთ ის უფრო მნიშვნელოვანისთვის (1 კორინთელები 16:2).

ბიბლია გაცემისკენ მოგვიწოდებს (ლუკა 6:38). მათ, ვისაც სურთ, ასიამოვნონ ღმერთს, კარგი მიზეზი აქვთ, იყვნენ ხელგაშლილები, რადგან „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). ასე რომ, „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16).