არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

შეერთებული შტატები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით შეერთებულ შტატებში 2012 წელს 49 მილიონი ადამიანიდან (ოჯახების 14, 5%) ნაწილი შიშობდა, რომ წლის განმავლობაში ვერ იშოვიდა საკმარის საკვებს, ნაწილმა კი საერთოდ ვერ შეძლო ოჯახისთვის სამყოფი საკვების ყიდვა.

ესპანეთი

უნივერსიტეტის სტუდენტების გამოკითხვისას გამოვლინდა, რომ ქალების დაახლოებით 56 და მამაკაცების 41 პროცენტი ალკოჰოლურ სასმელებს გადაჭარბებულად იღებს. კაცები ერთ ჯერზე, სულ მცირე, 8 სტანდარტულ ჭიქა სასმელს მიირთმევენ, ქალები კი — 6 ჭიქას.

წყნარი ოკეანე

მეცნიერებმა, რომლებმაც დაახლოებით 11 000 მეტრ სიღრმეზე მდებარე მარიანას ღარიდან სინჯები აიღეს, აღმოაჩინეს, რომ სრული სიბნელის, ძლიერი წნევისა და თითქმის ნულ გრადუსამდე დაცემული ტემპერატურის მიუხედავად, აქ ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების არსებობისთვის ხელსაყრელი პირობებია. ადრე ფიქრობდნენ, რომ ოკეანის ასეთ სიღრმეში სიცოცხლე თითქმის შეუძლებელი იყო.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არცთუ ისე დიდი ხნის წინ დუბაის ხელისუფლებამ ჭარბი წონის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად მოსახლეობას გარიგება შესთავაზა: წონაში ყოველი კილოგრამის მოკლებაზე მიიღებდნენ ერთ გრამ ოქროს, რომლის საფასურიც იმ დროისთვის დაახლოებით 45$-ს შეადგენდა. ოქროს მისაღებად მათ უნდა გაევლოთ რეგისტრაცია და რამადანის თვეში, სულ მცირე, 2 კგ დაეკლოთ.