არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა მიზნით შეიქმნა დედამიწა?

ადამიანებს დედამიწაზე ბედნიერად უნდა ეცხოვრათ

პლანეტა დედამიწა იდეალური ადგილია სიცოცხლისთვის. დედამიწაზე არსებული დიდი რაოდენობით წყალი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედამიწის დახრილობა, ბრუნვა და მისი ორბიტა გათვლილია იმაზე, რომ არ მოხდეს წყლის მასების გამყინვარება ან ამოშრობა. აგრეთვე, ატმოსფერო და მაგნიტური ველი იცავს დედამიწას მომაკვდინებელი რადიაციისგან. გასაოცარია ცხოველებისა და მცენარეების ურთიერთდამოკიდებულებაც. ამ ყველაფრის გაანალიზებამ მრავალი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დედამიწა კონკრეტული მიზნით შეიქმნა (წაიკითხეთ ესაიას 45:18).

მაგრამ, შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: არის უსამართლობა და ტანჯვა ამ მიზნის ნაწილი? (წაიკითხეთ კანონის 32:4, 5)

გამართლდება დედამიწის არსებობის მიზანი?

დედამიწა იმ მიზნით შეიქმნა, რომ ადამიანებს, რომლებიც დააფასებდნენ ერთმანეთს და ეყვარებოდათ თავიანთი შემოქმედი, ბედნიერად ეცხოვრათ მასზე. ამგვარად, ადამიანის არსებობას უფრო აღმატებული მიზანი აქვს, ვიდრე ცხოველებისა და მცენარეების არსებობას. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, ვინ არის შემოქმედი და მივბაძოთ მას სიყვარულისა და სამართლიანობის გამოვლენაში (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:13; მიქას 6:8).

ჩვენი შემოქმედი შეასრულებს ყველა თავის განზრახვას. ასე რომ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის მოსპობს ტანჯვასა და უსამართლობას და გადააქცევს ჩვენს პლანეტას ადამიანებისთვის იდეალურ საცხოვრებელ ადგილად (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:11, 29; ესაიას 55:11).