არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რატომ უნდა ვილოცოთ?

ღმერთს სურს, რომ არ მოგვერიდოს და ყოველთვის თავისუფლად ვესაუბროთ ჩვენს საწუხარზე (ლუკა 18:1—7). ღმერთი გვისმენს, რადგან დაინტერესებულია ჩვენი მდგომარეობით. და თუ ჩვენი ზეციერი ღმერთი მთელი გულით მოგვიწოდებს, რომ მას მივმართოთ ლოცვით, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6).

ლოცვა მხოლოდ ღვთის მიმართ წარმოთქმული ჩვენი სათხოვარი არ არის. ლოცვა მასთან დაახლოებაშიც გვეხმარება (ფსალმუნი 8:3, 4). როცა იეჰოვა ღმერთს სისტემატურად ვუზიარებთ ჩვენს გრძნობებს, მასთან ახლო ურთიერთობას ვივითარებთ (წაიკითხეთ იაკობის 4:8).

როგორ უნდა ვილოცოთ?

ღმერთი არ გვთხოვს, რომ ლოცვისას მაღალფარდოვანი სიტყვები გამოვიყენოთ ან დაზეპირებული ტექსტი ვიმეოროთ. არც ის არის საჭირო, რომ ლოცვის დროს განსაკუთრებული პოზა მივიღოთ. იეჰოვას სურს, რომ გულით ვილოცოთ (მათე 6:7). მაგალითად, ძველ ისრაელში მცხოვრები ხანა თავის საწუხარზე ლოცულობდა. მოგვიანებით, როდესაც მისი წუხილი სიხარულმა შეცვალა, მან მადლობა გადაუხადა ღმერთს გულწრფელ ლოცვაში (წაიკითხეთ 1 სამუელის 1:10, 12, 13, 26, 27; 2:1).

მართლაც, რა დიდი პატივი გვხვდა წილად! შეგვიძლია სამყაროს შემოქმედს გული გადავუშალოთ და ჩვენს საწუხარზე მოვუყვეთ. ამასთანავე, შეგვიძლია ღმერთს ლოცვაში ხოტბა შევასხათ და მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს. ასეთ უპირატესობაზე უარის თქმა ნამდვილად შეუძლებელია (წაიკითხეთ ფსალმუნის 145:14—16).

 

ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.ps8318.com