არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 5

რა ატმოსფერო სუფევს იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე?

რა ატმოსფერო სუფევს იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე?

არგენტინა

სიერა-ლეონე

ბელგია

მალაიზია

ბევრმა შეწყვიტა ეკლესიაში სიარული, რადგან ვერ მიიღეს მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები და ვერც ნუგეში პოვეს. მაშ, რატომ უნდა დაესწროთ ქრისტიანული კრების შეხვედრებს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ატარებენ? რა ატმოსფერო სუფევს იქ?

თქვენ სიხარულს პოვებთ მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში. პირველ საუკუნეში ქრისტიანები ატარებდნენ კრების შეხვედრებს, სადაც თაყვანს სცემდნენ ღმერთს, სწავლობდნენ წმინდა წერილებს და ამხნევებდნენ ერთმანეთს (ებრაელები 10:24, 25). მოსიყვარულე სულიერ და-ძმებთან, ნამდვილ მეგობრებთან, ერთად ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ (2 თესალონიკელები 1:3; 3 იოანე 14). ჩვენც ვბაძავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და მსგავს სიხარულს განვიცდით.

თქვენს კეთილდღეობას მოემსახურება, თუ ისწავლით ბიბლიური პრინციპების გამოყენებას. როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღესაც კაცები, ქალები და ბავშვები ერთად იკრიბებიან. დახელოვნებული მასწავლებლები ბიბლიის მეშვეობით გვიხსნიან, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში (კანონი 31:12; ნეემია 8:8). ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და იმღეროს სამეფოს სიმღერები და ამგვარად თავისი იმედი გააცხადოს (ებრაელები 10:23).

რწმენას განიმტკიცებთ, თუ კრების შეხვედრებს დაესწრებით. მოციქულმა პავლემ ერთ-ერთ კრებას მისწერა: „ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა . . . რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომაელები 1:11, 12). კრების შეხვედრებზე რეგულარულად ვხვდებით თანამორწმუნეებს და ერთმანეთს ვაძლიერებთ. ეს შეხვედრები სტიმულს გვაძლევს, განვაგრძოთ ქრისტიანული გზით სვლა.

თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენი კრების შეხვედრას და საკუთარი თვალით ნახოთ, რა ატმოსფეროა გამეფებული. იქ გულთბილად მიგიღებენ. კრების შეხვედრებზე დასწრება უფასოა და არც ფულის აკრეფა ხდება.

  • ვის მაგალითს ჰბაძავენ იეჰოვას მოწმეები, როცა კრების შეხვედრებს ატარებენ?

  • რატომ არის ჩვენთვისვე კარგი ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება?