არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 14

მთავარი აზრების გამოყოფა

მთავარი აზრების გამოყოფა

ებრაელები 8:1

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: დაეხმარე მსმენელს, რომ მოხსენების დროს მსჯელობაში მოგყვეს. დაანახვე, როგორ უკავშირდება თითოეული მთავარი აზრი თემასა და მიზანს.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • გქონდეს მიზანი. დაფიქრდი, რა არის მოხსენების მიზანი: მსმენელს ინფორმაცია მიაწოდოს, რამეში დაარწმუნოს თუ წაახალისოს. შემდეგ კი შესაბამისად განავითარე მოხსენება. დარწმუნდი, რომ მთავარი აზრები მიზნის მიღწევაში დაგეხმარება.

  • ხაზი გაუსვი მოხსენების მთავარ აზრს. მოხსენების განმავლობაში დროდადრო გაიმეორე საკვანძო სიტყვები ან სინონიმები მთავარი აზრის ხაზგასასმელად.

  • მარტივად და გასაგებად გადმოეცი მთავარი აზრები. გამოყავი თემასთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი აზრი, რომელთა განხილვასაც მოცემულ დროში შეძლებ. ნუ ეცდები ძალიან ბევრი აზრის გამოყოფას. გამოკვეთე თითოეული მთავარი აზრი, ახალ აზრზე გადასვლამდე პაუზა გააკეთე და ლოგიკურად გადადი ერთი მთავარი აზრიდან მეორეზე.