არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 1

ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?

ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?

დღეს მსოფლიოში უამრავი პრობლემაა. ომები, სტიქიური უბედურებები, ავადმყოფობა, სიღარიბე, კორუფცია და სხვა მრავალი გასაჭირი მილიონობით ადამიანს უმწარებს სიცოცხლეს. შეიძლება ყოველდღიურად თქვენც ხვდებით სხვადასხვა პრობლემას. ვინ ამოგიდგებათ მხარში ასეთ დროს? აღელვებს ვინმეს თქვენი მდგომარეობა?

ჩვენდამი ღვთის სიყვარული დედობრივ სიყვარულზე გაცილებით ძლიერია.

შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე. თავის წმინდა სიტყვაში ის ამბობს: „განა დაივიწყებს დედა ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს თავის გაჩენილ ვაჟს?! მან რომც დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ“. *

ნუთუ ამის ცოდნა მანუგეშებელი არ არის?! ჩვენდამი ღვთის სიყვარული დედობრივ სიყვარულზე გაცილებით ძლიერია. ღმერთი არასოდეს მიგვატოვებს! ის დიდ დახმარებას გვიწევს და გვასწავლის, რომ ბედნიერების საწინდარი ნამდვილი რწმენაა.

ნამდვილი რწმენა ბედნიერებას მოგანიჭებთ. ის თავიდან აგარიდებთ მრავალ პრობლემას. ზოგ შემთხვევაში კი დაგეხმარებათ, წარმატებით გაუმკლავდეთ მათ. ასეთი რწმენა ღმერთთან დაგაახლოებთ და შინაგან სიმშვიდეს მოგგვრით. ნამდვილი რწმენის წყალობით წინ შესანიშნავი მომავალი გველის — სამოთხეში მარადიული ცხოვრება.

მაშ, რა არის ნამდვილი რწმენა? და როგორ შეგიძლიათ განივითაროთ ის?

^ იხილეთ ესაიას 49:15 „წმინდა წერილებში“.