არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყირგიზეთი

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ფილიალების მიძღვნა

ფილიალების მიძღვნა

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეები წელიწად-ნახევარი მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რათა გაერემონტებინათ და გაეფართოებინათ ფილიალი. 2015 წლის 24 ოქტომბერს პროექტის დასრულებიდან, სულ რაღაც, ერთ თვეში ფილიალის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა. პროგრამა 3 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა, რომლებიც 18 სამეფო დარბაზსა და 5 სხვადასხვა ადგილას იყვნენ შეკრებილი. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა სტივენ ლეტმა წარმოთქვა გულში ჩამწვდომი მოხსენება, სათაურით „მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას!“. მომდევნო დღეს ეს გამამხნევებელი პროგრამა ქვეყანაში თითქმის ყველა მაუწყებელმა მოისმინა.

ყირგიზეთის ფილიალი

2016 წლის 14 მაისს, შაბათ დღეს, სომხეთში ფილიალის, საკონგრესო დარბაზისა და სამეფოს მახარობელთა სკოლის შენობების მიძღვნის პროგრამას 6 435 ადამიანი დაესწრო. ფილიალის განყოფილებები თუ საცხოვრებელი ოთახები 18-სართულიანი შენობის ექვს სართულზეა განთავსებული. პროგრამის დროს ყურადღება გამახვილდა იმ „მცირე წამოწყებაზე“, რომელსაც სომხეთში ჩაეყარა საფუძველი. თავდაპირველად ჭეშმარიტება შეერთებულ შტატებში იმიგრირებულმა სომხებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიგეს. სომხეთში ქადაგება კი 1970-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, როცა ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა სომხეთში არც ისე დიდი ხნის წინ ოფიციალურად დარეგისტრირდა. მალევე ჩამოყალიბდა ფილიალიც. და-ძმები, რომლებიც მიძღვის პროგრამას ესწრებოდნენ, ერთ დროს ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ ქვეყანაში იეჰოვას ორგანიზაცია ასეთ წარმატებას მიაღწევდა. ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მაშინ დადგა, როცა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დეივიდ სპლეინმა ეს შენობები იეჰოვას მიუძღვნა, რასაც იქ მყოფნი მქუხარე ტაშით შეხვდნენ.

სომხეთი

ზემოთ: სომხეთის ფილიალის მიძღვნის პროგრამა

შუაში: და-ძმები სპეციალურად მათთვის მოწყობილ პროგრამას ესწრებიან

ქვემოთ: ტრადიციული სომხური ცეკვა