არჩეულ მასალაზე გადასვლა

სად ცხოვრობს ეშმაკი?

სად ცხოვრობს ეშმაკი?

ბიბლია გვპასუხობს:

 ეშმაკი, სულიერი ქმნილება, უხილავ სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ ეს არ არის ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, სადაც იგი ბოროტებს აწამებს, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

„ომი ზეცაში“

 გარკვეული დროის მანძილზე სატანას ჰქონდა უფლება, სურვილის შემთხვევაში ღვთის ერთგულ ანგელოზებთან ერთად ღვთის წინაშეც კი წარმდგარიყო (იობი 1:6). მაგრამ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ატყდებოდა ზეცაში ომი“, რის შედეგადაც სატანა გადმოგდებულ იქნებოდა ზეციდან დედამიწაზე (გამოცხადება 12:7—9). ბიბლიური ქრონოლოგია და მსოფლიო მოვლენები ცხადყოფს, რომ ეს ომი ზეცაში უკვე მოხდა. ეშმაკი ამჟამად ზეცაში აღარ არის.

 ნიშნავს ეს იმას, რომ ეშმაკი რომელიმე კონკრეტულ ადგილას ცხოვრობს ჩვენს პლანეტაზე? მაგალითად, ბიბლიაში უძველეს ქალაქ პერგამონზე ნათქვამია: „იქ, სადაც სატანის ტახტია“ და „იქ, სადაც სატანა მკვიდრობს“ (გამოცხადება 2:13). როგორც ჩანს, ეს ფრაზები იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქალაქში სატანური კულტი ყვაოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ეშმაკი მმართველობს „მსოფლიოს ყველა სამეფოზე“. აქედან გამომდინარე, ის დედამიწაზე რომელიმე კონკრეტულ ადგილას კი არ მკვიდრობს, არამედ ფიზიკური თვალისთვის უხილავ სამყაროში (ლუკა 4:5, 6).