არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ქორწინება

გამაღიზიანებელი თვისებების დადებითი მხარეები

გამაღიზიანებელი თვისებების დადებითი მხარეები
  •   თქვენ სპონტანურად მოქმედება გიყვართ, თქვენს მეუღლეს კი ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა ურჩევნია.

  •   თქვენ წყნარი და ჩაკეტილი ადამიანი ხართ, თქვენი მეუღლე კი ძალიან კომუნიკაბელურია და სიამოვნებს ხალხში ყოფნა.

 აქვს თქვენს მეუღლეს ისეთი თვისებები, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას იწვევს? მათზე ზედმეტი ყურადღების გამახვილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ქორწინებას. ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, მეგობრებს ერთმანეთს აშორებს“ (იგავები 17:9).

 არ დაუშვათ, რომ მეუღლის რომელიმე გამაღიზიანებელი თვისების გამო მასთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. პირიქით, ეცადეთ ამ თვისებას დადებითი კუთხით შეხედოთ.

ამ სტატიაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 იმ თვისებების დადებითი მხარეები, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას იწვევს

 მეუღლის ის თვისება, რომელიც შენ გაღიზიანებს, შეიძლება დაკავშირებული იყოს შენთვის მოსაწონ თვისებასთან. განვიხილოთ სამი მაგალითი:

 „ჩემი ქმარი ყველაფერს ნელა აკეთებს და სულაც არ ჩქარობს, როცა სადმე წასასვლელად ვემზადებით. მაგრამ იმავე თვისების დამსახურებით ის მომთმენია, მათ შორის ჩემ მიმართ. მართალია, ზოგჯერ მისი სინელე მაღიზიანებს, მაგრამ ამავე დროს მესმის, რომ ამის გარეშე იგი ვერ იქნებოდა ასეთი მომთმენი, რაც მე ძალიან მომწონს მასში“ (ჩელსე).

 „ჩემს ცოლს ყველაფრის ზედმიწევნით დაგეგმვა უყვარს; ის უნდა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ აქვს, რაც ზოგჯერ გამაღიზიანებელია. მეორე მხრივ, მისი ასეთი ყურადღებიანობა იმას ნიშნავს, რომ ის არასოდეს მიანდობს საქმეს შემთხვევითობას“ (კრისტოფერი).

 „ჩემი ქმარი ზოგჯერ რაღაცების მიმართ გულგრილი ჩანს, რაც არასასიამოვნოა. მაგრამ ამავე დროს, მისი აუღელვებლობა საქმის კეთების დროს, არის იმ თვისებებიდან ერთ-ერთი, რომლებმაც თავის დროზე მასში მიმიზიდა. ძალიან მომწონს, როცა ჩემი მეუღლე დაძაბულ სიტუაციებში სიმშვიდეს არ კარგავს“ (დანიელა).

 როგორც ჩელსემ, ქრისტოფერმა და დანიელამ აღმოაჩინეს თავიანთ მეუღლეებზე დაკვირვებით, თურმე ერთსა და იმავე თვისებას შეიძლება ჰქონდეს ძლიერიც და სუსტი მხარეებიც. ასე რომ, არ იქნება კარგი, თუ მთლიანად გადაუსვამთ ხაზს ამა თუ იმ თვისებას და არ შეაფასებთ მის დადებით მხარესაც. ეს იმის მსგავსი იქნებოდა, უარგეყოთ ის ფაქტი, რომ მედალს ორი მხარე აქვს.

 რა თქმა უნდა, ყველა თვისებას არ აქვს დადებითი მხარე. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ზოგი „ადვილად რისხდება“ (იგავები 29:22). ასეთ შემთხვევაში, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ მოიშოროს „ყოველგვარი ბოღმა, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“ a (ეფესოელები 4:31).

 მაგრამ, თუ უბრალოდ გაღიზიანებთ რომელიმე თვისება, მიჰყევით ბიბლიის რჩევას: „მოუთმინეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

 გარდა ამისა, ეცადეთ თქვენთვის გამაღიზიანებელ თვისებას დადებითი მხარე მოუძებნოთ — სწორედ ის მხარე, რომლის გამოც შესაძლოა თავის დროზე დაუახლოვდით მომავალ მეუღლეს. ერთი დაქორწინებული მამაკაცი, სახელად ჯოზეფი, ამბობს: „რომელიმე თვისების მხოლოდ ცუდ მხარეზე აქცენტის გაკეთება იმის მსგავსია, რომ დაინახო, როგორი ბასრი წახნაგები აქვს ბრილიანტს, მაგრამ ვერ შენიშნო მისი ბრწყინვალება“.

 რაზე უნდა დაფიქრდეთ

 ქვემოთ მოცემულ კითხვებს თავიდან ცალ-ცალკე უპასუხეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ. შემდეგ კი ერთმანეთთან იმსჯელეთ პასუხებზე.

  •    აქვს თქვენს მეუღლეს ისეთი თვისება, რომელიც შესაძლოა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდეს? თუ დიახ, რა თვისებაა ეს?

  •    ნამდვილად უარყოფითი თვისებაა ეს თუ უბრალოდ გამაღიზიანებელი?

  •    აქვს ამ თვისებას რაიმე დადებითი მხარე? თუ დიახ, რომელია ის და რატომ აფასებთ მას თქვენს მეუღლეში?