არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე

როგორ დავზოგოთ ადგილი ელექტრონულ მოწყობილობაში

როგორ დავზოგოთ ადგილი ელექტრონულ მოწყობილობაში

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, დაზოგოთ ადგილი და საუკეთესოდ გამოიყენოთ თქვენი ელექტრონული მოწყობილობის მეხსიერება:

 შეარჩიეთ ვიდეორგოლის ხარისხი

ჩამოტვირთვამდე ვიდეოს ხარისხი შეარჩიეთ. კარგი იქნება, თუ დაბალ ხარისხზე შეაჩერებთ არჩევანს, რადგან ასე ადგილს დაზოგავთ. თუ ვიდეოები მაღალი ხარისხით გაქვთ ჩამოტვირთული, შეგიძლიათ წაშალოთ და შედარებით დაბალი ხარისხით ჩამოტვირთოთ.

რჩევა: მაგალითად, ტელეფონის პატარა ეკრანზე 360p ხარისხის ვიდეოს კარგი გარჩევადობა აქვს. კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის კი კარგია, თუ 720p ხარისხს შეარჩევთ.

 უყურეთ ვიდეოებს სტრიმინგით

თუ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობას დიდი მეხსიერება არ აქვს, ჩამოტვირთვის ნაცვლად სტრიმინგის ფუნქცია გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, წვდომა გქონდეთ ინტერნეტზე.

  • სტრიმინგით რომ უყუროთ, ვიდეოს ნებისმიერ ადგილას დააჭირეთ ხელი.

  • თუ მოგვიანებით გეგმავთ ვიდეოს ყურებას, როცა ინტერნეტზე წვდომა არ გექნებათ, მაშინ ჩამოტვირთვის ღილაკს დააჭირეთ ხელი. თუ ბიბლიის რომელიმე ნაწილის ჩამოტვირთვა გინდათ, ბიბლიის კონკრეტულ თავს დააჭირეთ ხელი და არ აუშვათ (მაუსზე მარჯვენა კლავიშს დააჭირეთ ხელი), რათა შეძლოთ ვიდეოს ხარისხის არჩევა.

 წაშალეთ ჩამოტვირთული ვიდეოები

შეიძლება დროთა განმავლობაში ისეთი ვიდეოები დაგიგროვდეთ მოწყობილობაში, რომლებსაც ხშირად აღარ იყენებთ. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, იპოვოთ და წაშალოთ ასეთი ვიდეოები:

  1. შედით განყოფილებაში პუბლიკაციები ან მედიაფაილები და გახსენით კატეგორია ჩამოტვირთული.

  2. დააჭირეთ სორტირების ღილაკს და შეარჩიეთ სასურველი ვარიანტი. თუ აირჩევთ უდიდეს ზომას, თავში მოექცევა ყველაზე დიდი მოცულობის ვიდეოები. თუ აირჩევთ იშვიათად გამოყენებულს, თავში მოექცევა ისეთი ვიდეოები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად უყურებთ.

  3. ვიდეოს წასაშლელად დააჭირეთ მეტის ნახვას და შემდეგ აირჩიეთ წაშლა.

 ვიდეოები შეინახეთ გარე მეხსიერების ბარათზე ან მყარ დისკზე

ზოგ ელექტრონულ მოწყობილობაზე შესაძლებელია შიდა მეხსიერების დაზოგვა გარე მეხსიერების ბარათის (SD ბარათი) ან მყარი დისკის გამოყენებით.

  1. გახსენით პარამეტრების განყოფილება.

  2. დააწკაპუნეთ ღილაკს ჩამოტვირთეთ ვიდეოფაილები.

  3. მიუთითეთ სასურველი ადგილი.

ამის შემდეგ რომელ ვიდეოებსაც ჩამოტვირთავთ, ავტომატურად ამ ადგილას შეინახება. ეს არ შეეხება მანამდე ჩამოტვირთულ ვიდეოებს.

Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებში შეიძლება არ გქონდეთ მყარი დისკის არჩევის საშუალება. მსგავს შემთხვევაში მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

  1. გახსენით File Explorer და ზედა მწკრივში დააწკაპუნეთ View-ს ღილაკს.

  2. დააწკაპუნეთ Navigation Pane-ს და, თუ მონიშნული არ გაქვთ, მონიშნეთ Show Libraries.

  3. ფოლდერების ჩამონათვალში ჩამოშალეთ Libraries, შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ Videos-ს, შემდეგ კი — Properties-ს.

  4. Library Locations-ში დაამატეთ ვიდეოების შესანახად თქვენთვის სასურველი ადგილი.