არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფოტოგალერეა „ბრიტანეთი“ 8 (2019 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით)

ფოტოგალერეა „ბრიტანეთი“ 8 (2019 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით)

ამ ფოტოგალერეაში ნახავთ, როგორ მიმდინარეობდა ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეების ახალი ფილიალის მშენებლობა 2019 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით.

  1. აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით

  2. აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით (ტექნიკური მომსახურება)

  3. ადმინისტრაციული შენობა

  4. საცხოვრებელი შენობა A

  5. საცხოვრებელი შენობა B

  6. საცხოვრებელი შენობა C

  7. საცხოვრებელი შენობა D

  8. საცხოვრებელი შენობა E

  9. საცხოვრებელი შენობა F

2019 წლის 5 მარტი — ადმინისტრაციული შენობა

მოხალისე გათბობის მილებს იზოლაციას უკეთებს საქვაბეში.

2019 წლის 29 მარტი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით

გამოსაცვლელ ოთახებში მოხალისეები ფილებს აკრავენ საშხაპეების კედლებზე.

2019 წლის 10 აპრილი — ადმინისტრაციული შენობა

ელექტრიკოსი ამონტაჟებს მეხისგან დამცავ სადენს, ეგრეთ წოდებულ მეხამრიდს. ეს სადენი მეხის დაცემის შემთხვევაში დაიცავს შენობას. ელექტრიკოსს უსაფრთხოებისთვის უკეთია ღვედი, რომელიც მიმაგრებულია სახურავზე.

2019 წლის 16 აპრილი — ადმინისტრაციული შენობა

ძმები წმენდენ ფანჯრებს, რომლებზეც დააწებებენ უსაფრთხოების სტიკერებს. ამგვარად დიდი მინები ყველასთვის ადვილად შესამჩნევი გახდება და შემთხვევით არავინ დაეჯახება.

2019 წლის 23 აპრილი — საცხოვრებელი შენობა A

გარე სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის წევრი სპეციალური აპარატურის მეშვეობით ამოწმებს, არის თუ არა სადრენაჟო სისტემა სუფთა და მზად არის თუ არა ექსპლუატაციისთვის.

2019 წლის 23 აპრილი — ადმინისტრაციული შენობა

დურგლები სასადილო ოთახის კედლებზე აკრავენ ხის პანელებს. ეს ადგილი აგრეთვე გამოყენებული იქნება სხვადასხვა თეოკრატიული ღონისძიების ჩასატარებლად.

2019 წლის 14 მაისი — საცხოვრებელი შენობა B

გამწვანებაზე მომუშავე და-ძმები დამცავ კედელთან რგავენ ისეთ მცენარეებს, რომლებიც იმ მხარეში კარგად ხარობს.

2019 წლის 14 მაისი — საცხოვრებელი შენობა A

გარე სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფი ამონტაჟებს მინის, ეგრეთ წოდებულ ფრანგულ აივანს. ასეთი აივნები უზრუნველყოფს მაცხოვრებლების უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ოთახში სინათლისა და ჰაერის შემოსვლას.

2019 წლის 21 მაისი — ადმინისტრაციული შენობა

მთავარ მიმღებთან ელექტრიკოსები ამონტაჟებენ განათებას.

2019 წლის 11 ივნისი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით

მოხალისე თუნუქის მაკრატლით ჭრის სავენტილაციო სისტემის თუნუქს.

2019 წლის 17 ივნისი — ადმინისტრაციული შენობა

გამწვანებაზე და გარე სამუშაოებზე მომუშავე მოხალისეები რგავენ მცენარეებს და ასწორებენ მიწას საფეხმავლო გზისთვის. მარცხენა მხარეს არის სასადილო ოთახი, რომელიც გამოიყენება თეოკრატიული თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლადაც. ხოლო უკან ჩანს საცხოვრებელი შენობა A.

2019 წლის 24 ივნისი — საცხოვრებელი შენობა A

მოხალისე აყენებს ხანძარსაწინააღმდეგო წყალგამშხეფ სისტემას.

2019 წლის 9 ივლისი — ადმინისტრაციული შენობა

გამწვანებაზე მომუშავე ჯგუფი ამზადებს ნიადაგს ბალახის დასათესად. მოხალისეები წმენდენ ადმინისტრაციული შენობის ფანჯრებს სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით.

2019 წლის 9 ივლისი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით

მოხალისეები ასხამენ პოლიმერულ იატაკს. სიგლუვისთვის ზედაპირს ასწორებენ და შემდეგ ლილვაკის მეშვეობით აშორებენ ჰაერის ბუშტუკებს.

2019 წლის 24 ივლისი — ადმინისტრაციული შენობა

სასადილოში აგებენ ლამინატს. უკანა მხარეს კედელზე, სადაც ტრიბუნა უნდა მოეწყოს, აკუსტიკურ პანელებზე დამონტაჟებულია მონიტორები.

2019 წლის 26 ივლისი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით

დურგალი აწყობს საგრიმიორო ოთახს აუდიო-ვიდეო სტუდიის მახლობლად.

2019 წლის 1 აგვისტო — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით

დურგლები აწყობენ კონსტრუქციას დასაშლელი ოფისების ტიხრებისთვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი დაშლა და გადაკეთება.

2019 წლის 1 აგვისტო — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით

კონტრაქტორი ლითონის კონსტრუქციას აწყობს აუდიო-ვიდეო სტუდიაში დასაკიდებლად, რათა გადაღებების დროს განათებები და კამერები საჭირო ადგილას დამაგრდეს.

2019 წლის 15 აგვისტო — ფილიალის ტერიტორია

ხედი ჩრდილოეთიდან. მარცხნივ მდებარეობს უკვე დასრულებული საცხოვრებელი შენობები B, C, D, E, და F. ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობაც დასრულებულია, ხოლო საცხოვრებელ შენობა A-ში მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები. მარჯვნივ მდებარე აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით და აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა ჩრდილოეთით თითქმის დასრულებულია. მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მწვანე საფრის მოწყობა.

2019 წლის 26 აგვისტო — ადმინისტრაციული შენობა

მიმღების უკან, ტერასაზე მოხალისეები აგებენ ქვის ფილებს. დროებითი კარვები მზისგან იცავს მოხალისეებს, რომლებიც ახალდაგებულ ფილებს ასუფთავებენ.