არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნაწილი 5)

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნაწილი 5)

ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა და როგორ უჭერდნენ მხარს მოხალისეები ამ პროექტს 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით.

უორიკის კომპლექსის მაკეტი

  1. ავტოსარემონტო სახელოსნო

  2. ავტოსადგომი სტუმრებისთვის

  3. მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის

  4. საცხოვრებელი სახლი B

  5. საცხოვრებელი სახლი D

  6. საცხოვრებელი სახლი C

  7. საცხოვრებელი სახლი A

  8. ადმინისტრაციული შენობა

2015 წლის 7 ოქტომბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

წასაღებად ამზადებენ თაღს, რომელსაც ხიდის ასაგებად გამოიყენებენ. თაღი რომ არ დაზიანებულიყო, ტრანსპორტირებისას გამოიყენეს მანქანის საბურავები. ხიდი გაიდება ჭაობიან ტერიტორიაზე, რის წყალობითაც გარემო ნაკლებად დაზიანდება.

2015 წლის 13 ოქტომბერი (ადმინისტრაციული შენობა)

სახურავები დაფარულია თექვსმეტი სახეობის სქელფოთლებიანი მცენარეებით, რომლებიც ფერს იცვლიან. გამწვანებული სახურავები არა მარტო გარემოს დაცვას უწყობს ხელს ძლიერი წვიმების დროს, არამედ მისი წყალობით ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება.

2015 წლის 13 ოქტომბერი (საცხოვრებელი სახლი D)

დურგალი სამზარეულოში აყენებს პლინთუსებს. 2016 წლის თებერვლისთვის სამზარეულოებში ავეჯის 60 პროცენტზე მეტი უკვე განთავსებული იყო.

2015 წლის 16 ოქტომბერი (ადმინისტრაციული შენობა)

„საგუშაგო კოშკის“ ლოგოს გასანათებლად ელექტრიკოსები აყენებენ დიოდის ნათურებს.

2015 წლის 21 ოქტომბერი (ადმინისტრაციული შენობა)

ღამით განათებული კოშკურა და ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია მიმღები. კოშკურიდან სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ულამაზესი ხედებით.

2015 წლის 22 ოქტომბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

აგებენ სამაშველო ავტომობილების სავალ გზას. დროებითი დამცავი საფარი მშენებლობის დროს ნიადაგს ეროზიისგან იცავს.

2015 წლის 9 ნოემბერი (ადმინისტრაციული შენობა)

მოხალისეები ამონტაჟებენ ასაწყობი ტიპის მინის სახურავს ლიფტის ოთახისთვის. ადმინისტრაციულ შენობაზე 11 ასეთი სახურავია დამონტაჟებული. შედეგად ოთახები დღის შუქით განათდება.

2015 წლის 16 ნოემბერი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)

აცეტილენური საჭრელი აპარატით შემდუღებელი ჭრის ნახშირბადოვანი ფოლადის მილს ცივი წყლის სისტემისთვის.

2015 წლის 30 ნოემბერი (ადმინისტრაციული შენობა)

მოხალისე ამონტაჟებს ხის პანელს, რაზეც ფანჯრის რაფა დამაგრდება.

2015 წლის 17 დეკემბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

წვიმიან დღეს აგებენ ფილებს. სურათის მარჯვენა მხარეს ჩანს, როგორ მიმდინარეობს მიწის ზედაპირის მოსწორება. წინა პლანზე ჩანს ჰიდრავლიკური ექსკავატორი, რომლითაც ხდება ფილების დაწყობა. სურათის მარცხენა მხარეს ვხედავთ, რომ მიწა სპეციალური ბრეზენტითაა დაფარული, რაც მას ეროზიისგან იცავს.

2015 წლის 24 დეკემბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

მოხალისეებს საშუალო ძაბვის კაბელები გაჰყავთ ქვესადგურამდე, რომელიც შენობებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

2016 წლის 5 იანვარი (ადმინისტრაციული შენობა)

მოხალისე მუშაობს სახურავზე, რომლითაც გადახურულია ავტოსადგომიდან ოფისებამდე მისასვლელი გზა. სახურავი სტუმრებს წვიმისა და თოვლისგან დაიცავს.

2016 წლის 5 იანვარი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)

ტექნიკოსს შეჰყავს საქვაბეების მონაცემები მართვის პანელში. ოთხივე საქვაბე უკვე დაყენებულია.

2016 წლის 8 თებერვალი (ადმინისტრაციული შენობა)

მექანიკოსები სამრეცხაოში ამონტაჟებენ საშრობებს. ეს საშრობები 6-დან 45 კგ-მდე სარეცხს გააშრობს. სარეცხი მანქანები დამონტაჟდება მარცხენა მხარეს.

2016 წლის 8 თებერვალი (ტაქსიდო)

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გერიტ ლოში, უძღვება „საგუშაგო კოშკის“ ოჯახურ შესწავლას ბეთელში. უორიკში მომუშავე და-ძმებისთვის პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემა.

2016 წლის 19 თებერვალი (საცხოვრებელი სახლი A)

მოხალისეებს სატვირთო მანქანიდან გადმოაქვთ ხალიჩები. ინტერიერის დიზაინზე პასუხისმგებელმა განყოფილებამ უორიკის შენობებისთვის 65 000 კვადრატული მეტრის სიგრძის ხალიჩა იყიდა.

2016 წლის 22 თებერვალი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე საცხოვრებელი სახლები C და D ექსპლუატაციაში შევიდა, რის შედეგადაც მოხალისეებს იქ ცხოვრების უფლება მიეცათ. ყველა შენობაში დამონტაჟდა ლიფტები. სამშენებლო სამუშაოები რეზიდენს დრაივის ქუჩაზე დასრულებულია. რადგან წელს თბილი ზამთარი გვქონდა, გამწვანებაზე მუშაობა დროზე ადრე დასრულდა.

2016 წლის 24 თებერვალი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)

მოხალისე, რომელიც შეკიდული ჭერის დაყენებაზე მუშაობს, დგას ხიმინჯებზე და ამონტაჟებს რკინის კონსტრუქციებს. ერთ-ერთი სამშენებლო განყოფილება ზრუნავს იზოლაციაზე, ჩარჩოებისა და თაბაშირ-მუყაოს კედლების დაყენებაზე; აგრეთვე ცეცხლსაწინააღმდეგო მასალით ღრუების ამოვსებაზე.