არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 36

ვიცავთ ჩვენს გულებს

ვიცავთ ჩვენს გულებს

(იგავები 4:23)

  1. 1. ვიცავთ ჩვენს გულებს, რადგან ეს

    სიცოცხლეს მოგვიტანს.

    ღმერთი გულს ხედავს, ამიტომ

    ვერიდოთ ცოდვის გზას.

    ვერაგ გულს შეუძლია, რომ

    აგვაცილოს სწორ გზას.

    გონებით გული ვმართოთ და

    მივყვეთ იეჰოვას.

  2. 2. გული ლოცვით მოვამზადოთ,

    რომ ღმერთი ვეძებოთ,

    და მისი მზრუნველობისთვის

    მადლიერნი ვიყოთ.

    იეჰოვასგან ნასწავლი

    გვსურს, რომ შევასრულოთ,

    ვიყოთ მისი ერთგულები

    და ვასიამოვნოთ.

  3. 3. სულ ვფიქრობთ მასზე, რაც არის

    ჭეშმარიტი, წმინდა,

    რათა ღვთის სიტყვის ძალით დღეს

    ჩვენ გული დავიცვათ.

    იეჰოვა აფასებს მას,

    ვინც რჩება ერთგული.

    ის ჩაგვთვლის მეგობრებად, თუ

    მას თაყვანს ვცემთ გულით.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 34:1; ფილ. 4:8; 1 პეტ. 3:4)