არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხომ არ ილევა წყლის მარაგი?

ხომ არ ილევა წყლის მარაგი?

ხომ არ ილევა წყლის მარაგი?

ერთი უზბეკური ანდაზა ამბობს: „თუ წყალი გაგითავდა, შენც გათავდებიო“. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს წინასწარმეტყველება უფროა, ვიდრე ანდაზა. ანტისანიტარიისა თუ წყლის დაბინძურების გამო ყოველწლიურად დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი კვდება, აქედან 90 პროცენტი ბავშვია.

საიდან იღებთ წყალს? ონკანიდან? იქნებ რიგში გიწევთ დგომა და წყალს შორი მანძილიდან ეზიდებით ვედროებით? დიდ დროს ხომ არ გართმევთ სარეცხისთვის და საჭმლის მომზადებისთვის საჭირო წყლის მომარაგება? ბევრ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა! თავის წიგნში დაიან რაინს უარდი აღნიშნავს: „დედამიწის მოსახლეობის 40 პროცენტი წყალს ჭებიდან, მდინარეებიდან, წყალსაცავებიდან და გუბეებიდან იღებს“ (Water Wars—Drought, Flood, Folly, and the Politics of Thirst). ზოგ ქვეყანაში ქალებს წყლის მოსატანად ექვსი საათი სჭირდებათ; თანაც იმ ჭურჭლებში, რითაც წყალს ეზიდებიან, 20 ლიტრზე მეტი ჩადის.

მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს ანტისანიტარია და დაბინძურებული წყალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე ხასიათს აფრიკის ქვეყნებში იღებს, სადაც ყოველი ათი კაციდან ექვსს საპირფარეშო არა აქვს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, „ეს ხელს უწყობს ადამიანის განავალში არსებული ბაქტერიების, ვირუსებისა და პარაზიტების გავრცელებას, რაც თავის მხრივ წყლის, ნიადაგისა და საკვების დაბინძურებას იწვევს“. აღნიშნულ ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ „ეს არის დიარეის, განვითარებად ქვეყნებში ბავშვების სიკვდილიანობის გამომწვევი მეორე მიზეზი. ეს აგრეთვე ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ქოლერა, ბილჰარციოზი და ტრაქომა“.

მიუხედავად იმისა, რომ წყალს თხევად ოქროს უწოდებენ და 21-ე საუკუნის ნავთობსაც ადარებენ, ხალხი მას იმდენად არაეკონომიურად ხარჯავს, რომ იმ მდინარეებიდან, საიდანაც სუფთა წყალს იღებენ, ზღვებში თითქმის აღარაფერი ჩაედინება. წყლის სარწყავად გამოყენება და აორთქლება განაპირობებს ისეთ დიდ მდინარეებში წყლის დონის კლებას, როგორიცაა კოლორადო (შეერთებულ შტატები), იანძი (ჩინეთი), ინდი (პაკისტანი), განგი (ინდოეთი) და ნილოსი (ეგვიპტე). რა ზომები იქნა მიღებული ამ პრობლემის გადასაჭრელად? რა გამოსავალი არსებობს?

[ჩარჩო⁄სურათი 3 გვერდზე]

წყლის გამოლევის საშიშროება

▪ „არალის ზღვა, რომელიც ცენტრალურ აზიაშია, 1960 წელს მთელ დედამიწაზე სიდიდით მეოთხე ტბა იყო. 2007 წლისთვის მისი მოცულობა 10 პროცენტით შემცირდა“ („საიენტიფიკ ამერიკენი“).

▪ შეერთებული შტატებისა და კანადის ხუთი უდიდესი ტბის, კერძოდ ერის, ჰურონის, მიჩიგანის, ონტარიოსა და ზემო ტბის დონე შემაშფოთებელი სისწრაფით კლებულობს („გლოუბ ენდ მეილი“).

▪ ავსტრალიის ქალაქ დენილიკვინის წისქვილი ერთ დროს 20 მილიონი ადამიანისთვის საკმარის მარცვლეულს ფქვავდა. თუმცა ბოლო წლებში ბრინჯის მოსავალი 98 პროცენტით შემცირდა, რის გამოც 2007 წლის დეკემბეში წისქვილი დაიხურა. მიზეზი ექვსწლიანი გვალვა იყო („ნიუ-იორკ ტაიმზი“).

[სურათი]

არალის ზღვის დამშრალ ფსკერზე დარჩენილი გემი

[საავტორო უფლება]

© Marcus Rose/Insight/Panos Pictures

[სურათი/რუკები 4 გვერდზე]

„მდინარეები და ნაკადულები შრება“

„ტბა ჩადი, რომელიც აფრიკაშია, ერთ დროს კარგად ჩანდა კოსმოსიდან, დღეს კი თითქმის აღარ ჩანს. ამ ტბამ, რომელსაც აკრავს კამერუნი, ნიგერია, ნიგერი და ჩადი, მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ 95 პროცენტით დაიკლო. სარწყავ წყალზე მზარდმა მოთხოვნამ დააშრო ის მდინარეები და ნაკადულები, რომლებიც ამ ტბას ასაზრდოებდა. ამის გამო ჩადის ტბა მალე შეიძლება მთლიანად დაშრეს და მისი ადგილი მომავალი თაობებისთვის საიდუმლოებით მოცული გახდეს“, — ნათქვამია ლესტერ ბრაუნის წიგნში (Plan B 2.0—Rescuing a Planet Under Stress and a Civilization in Trouble).

[რუკები]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

წყალი

☒ მცენარეული საფარი

□ ხმელეთი

1963 წელი

ნიგერი

ჩადი

ტბა ჩადი

ნიგერია

კამერუნი

2007 წელი

ნიგერი

ჩადი

ტბა ჩადი

ნიგერია

კამერუნი

[საავტორო უფლება]

NASA/U.S. Geological Survey