არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

▪ მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი მოლუსკი „ყველაზე დიდხანს ცოცხლობს“. მეცნიერებმა მის ნიჟარაზე ფენები დაითვალეს და დაადგინეს, რომ ამ მოლუსკის ასაკი 405 წელია („სანდი ტაიმზი“, ბრიტანეთი).

▪ როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზში“ იყო ნათქვამი, ეკონომიკური კრიზისი შეეხო ძალიან მდიდარ ადამიანებსაც კი. ამას მათი ფსიქოლოგებიც ადასტურებენ.

ტელევიზორი გავლენას ახდენს სექსუალურ ქცევაზე

„დღითი დღე აშკარა ხდება, რომ ახალგაზრდებს სექსზე შეხედულებასა და სექსუალურ ქცევას უყალიბებს სექსუალური შინაარსის გადაცემების ყურება“, — ნათქვამია ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში (Pediatrics). ერთი გამოკვლევის თანახმად, იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ხშირად უყურებენ მსგავსი შინაარსის გადაცემებს, „ფეხმძიმობის შემთხვევა ორჯერ მეტია“, ვიდრე მათში, ვინც იშვიათად უყურებს ასეთ პროგრამებს. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ასეთი გადაცემები ახალგაზრდებს აჩვენებს, რომ სქესობრივ ურთიერთობას ნეგატიური შედეგები არ მოსდევს. ასეთი გადაცემები ახალგაზრდებს არ უხატავს რეალურ სურათს არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. რა თქმა უნდა, ტელევიზორი არ არის ერთადერთი საშუალება, რაც ახალგაზრდებს სექსზე შეხედულებას უყალიბებს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მათზე არანაკლებ გავლენას ახდენს ჟურნალები, ინტერნეტი და მუსიკა.

კეთრის ახალი შემთხვევები

შეერთებულ შტატებში 3 000 ადამიანი მკურნალობს კეთრს, რომელსაც აგრეთვე ჰანზენის დაავადებას უწოდებენ. ყოველ წელს დაახლოებით 150 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებულთა შორის ბევრი იმიგრანტია. თუმცა, ბატონ-რუჟში (ლუიზიანა) არსებული ჰანზენის დაავადების ეროვნული პროგრამის თანახმად, „ყოველ წელს დაახლოებით 30 ადამიანი ინფიცირდება სამხრეთ ლუიზიანასა და ტეხასში, მექსიკის ყურესთან. ეს ავადმყოფები ამერიკაში არიან დაბადებული და არასდროს ყოფილან ისეთ ქვეყნებში, სადაც კეთრია გავრცელებული“, — იუწყება ამერიკის ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის ინსტიტუტი. მკვლევარებს დღესაც ბოლომდე არ ესმით, როგორ ვრცელდება ეს დაავადება. ადრეულ სტადიაზე კეთრი განკურნებადია. თუმცა, თუ დაავადება მთელ ორგანიზმს მოედო, ნერვული სისტემა ზიანდება და მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება.

იკარგება რადიოაქტიური მასალა

„არსებობს იმის საშიშროება, რომ ტერორისტები ხელში ჩაიგდებენ ბირთვულ ან სხვა რადიოაქტიურ მასალას, — ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მუჰამედ ელბარადა. — ბირთვული თუ რადიოაქტიური მასალის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ სააგენტოში შემოსული ცნობების თანახმად, მხოლოდ 2008 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 250-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. არანაკლებ შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაკარგული რადიოაქტიური მასალის უმეტესობას ვერ პოულობენ“. ცნობილი არ არის, ამის მიზეზი რადიოაქტიურ მასალებზე მზარდი მოთხოვნილებაა თუ იმ ქვეყნების მიერ დაკარგული რადიოაქტიური მასალის შესახებ მოწოდებული ზუსტი ანგარიში, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ.

ისრაელში აღმოჩენილი უძველესი წარწერა

ისრაელმა არქეოლოგებმა იპოვეს უძველესი წარწერა, რომელიც მკვდარი ზღვის ხელნაწერებზე 1 000 წლით ძველია. ეს ხუთხაზიანი დოკუმენტი, რომელიც თიხის ნატეხზე მელნით არის შესრულებული, ნაპოვნია კირბეთ-კაიაფას ციხე-სიმაგრეში (ისრაელი), რომელიც აშენებულია ძვ. წ. X საუკუნეში. წარწერა ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არის გამოცდილი მწიგნობრის მიერ შედგენილი იურიდიული დოკუმენტი. როგორც იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პრეს-რელიზშია ნათქვამი, იგი შეიცავს «ისეთი სიტყვების ფუძეებს, როგორიცაა „მსაჯული“, „მონა“ და „მეფე“».

[სურათის საავტორო უფლება 30 გვერდზე]

Gabi Laron/Institute of Archaeology/Hebrew University © Yosef Garfinkel