არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამიბიური ხოჭო და მისი უცნაური ფრთები

ნამიბიური ხოჭო და მისი უცნაური ფრთები

ვინ შექმნა?

ნამიბიური ხოჭო და მისი უცნაური ფრთები

● მსოფლიოში დაახლოებით 900 მილიონ ადამიანს სასმელი წყლის მოსაპოვებლად სახლიდან საკმაოდ შორს უწევს სიარული. ბევრ ქვეყანაში ქალები და ბავშვები კილომეტრებს გადიან, რომ როგორმე წყალი მიიტანონ სახლში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინერი შრერანგ ჩატრი ამბობს: „განა საცოდაობა არ არის, რომ უამრავი გაჭირვებული ადამიანი დღეში საათებს მარტო იმაში კარგავს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰქონდეს?!“. შრერანგ ჩატრი და მისი კოლეგები მუშაობენ იმაზე, რომ როგორმე დახმარება აღმოუჩინონ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხს. მათი დაკვირვების ობიექტი ნამიბიური ხოჭო და ნისლი აღმოჩნდა.

დაფიქრდით: ყოველ დილას ნისლი წვება ნამიბიის უდაბნოში. ამ დროს გამოიშლებიან ხოლმე ნამიბიის ხოჭოები და ნიავის მიმართულებით 90 გრადუსით დგებიან. * ხოჭოს ფრთებზე აქვს ჰიდროფილური ნივთიერებისგან (ქსოვილი, რომელსაც გააჩნია უნარი, შებოჭოს წყალი) შემდგარი ხორკლები, რომლებიც იზიდავს ჰაერში არსებულ ორთქლის წვეთებს. მოგროვილი წყლის წვეთები ნელ-ნელა იზრდება და როგორც კი სასურველ ზომას მიაღწევს, ფრთებში არსებულ ღარებში იღვრება. ღარებში მოხვედრილი წყლის წვეთები ფრთებიდან ხოჭოს ზურგზე სრიალდება და იქიდან, პირდაპირ მის პირში ადენს ზღართანს.

ჩატრისა და მისი თანამშრომლების მიზანია, მსგავსი პრინციპით მოაგროვონ დასალევი წყალი. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ აქ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც გაცილებით მეტ წყალს სვამს, ვიდრე პაწაწინა ხოჭო; თანაც ამ მეთოდის პრაქტიკულად გამოყენება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დღეისათვის იდეა, ადამიანის დარწყულება ნისლით, „განვითარების პროცესშია“, — აცხადებს ბატონი ჩატრი.

რას ფიქრობთ? ჩანს ამ ხოჭოს არსებობაში ღვთის ხელი?

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ხოჭოს სხვა სახეობებიც მსგავსი მეთოდებით აგროვებენ წყალს.

[სურათი 22 გვერდზე]

ორთქლი წვეთებად გარდაიქმნება და ხოჭოს პირში ჩაედინება

[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]

Photo: Chris Mattison Photography/photographersdirect.com