არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა | რატომ ღირს სიცოცხლე?

იმედი არსებობს

იმედი არსებობს

„თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

ბიბლიაში წერია, რომ ადამიანის სიცოცხლე „დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“ (იობი 14:1). დღესდღეობით ყველას ატყდება თავს ესა თუ ის ტრაგედია. ამის გამო ზოგი უიმედო მდგომარეობაში ვარდება და გვირაბის ბოლოს შუქს ვერ ხედავს. ზოგჯერ თქვენც ხომ არ გეუფლებათ ასეთი გრძნობა? ბიბლია ყველას გვაძლევს სარწმუნო იმედს, მათ შორის თქვენც. მაგალითად:

  • ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთს ჩვენთვის უკეთესი ცხოვრება ჰქონდა განზრახული (დაბადება 1:28).

  • იეჰოვა ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ესაია 65:21—25).

  • ღვთის ეს დანაპირები აუცილებლად შესრულდება. გამოცხადების 21:3, 4-ში ვკითხულობთ:

    „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

ეს იმედი მხოლოდ ოცნება როდია. იეჰოვა ღმერთს განზრახული აქვს, რომ იგი რეალობად აქციოს და ამისათვის მას ძალაც აქვს და სურვილიც. ბიბლიაში მოცემული ეს იმედი სარწმუნოა და ის მტკიცე პასუხს სცემს კითხვაზე, თუ რატომ ღირს სიცოცხლე?

გახსოვდეთ: შეიძლება ემოციებმა აბობოქრებულ ზღვაში მყოფი გემივით შეგარყიოთ, მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილი იმედი ღუზასავითაა, რომელიც დაგეხმარებათ სტაბილურობის შენარჩუნებაში.

რის გაკეთება შეგიძლიათ დღესვე: გამოიკვლიეთ, რას ამბობს ბიბლია მომავალთან დაკავშირებით. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ მოწმეებს ან მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ვებ-გვერდზე jw.org. *

^ აბზ. 11 რჩევა: ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org და იხილეთ პუბლიკაციები > ონლაინ ბიბლიოთეკა. ჩაწერეთ საკვანძო სიტყვა, მაგალითად „დეპრესია“ ან „თვითმკვლელობა“ და მოიძიეთ მეტი ინფორმაცია.