არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად კამბოჯაში

სტუმრად კამბოჯაში

მოტივტივე სოფლები, ხმაურიანი ბაზრები, მოტოციკლებით გადაჭედილი ქუჩები, რომლებითაც გადააქვთ ყველაფერი — წიწილებით დაწყებული მაცივრებით დამთავრებული. ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც კამბოჯაში ჩასულ სტუმარს პირველად მოხვდება თვალში.

კამბოჯელები თბილი, მეგობრული ხალხია, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ. არაოფიციალურ გარემოში ერთმანეთს უწოდებენ ძმას, დას, ბიძას, დეიდას, ბებიას და ბაბუას, მაშინაც კი, როცა ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

ზოგი კამბოჯელი ნავებზე მოწყობილ სახლებში ცხოვრობს, ზოგიც ბოძებზე ან მოტივტივე პლატფორმაზე აგებულ სახლებში. კამბოჯაში ზოგან სკოლები, კლინიკები, ბაზრები და ბენზინგასამართი სადგურებიც კი მოტივტივეა.

კამბოჯა განთქმულია დრაკონის ხილით

ბრინჯს კამბოჯურ სამზარეულოში მთავარი ადგილი უკავია. ტრადიციული საჭმელი შედგება სამი ან ოთხი კერძისგან, ხშირად მათ შორისაა წვნიანი. თევზი მათი საყვარელი საჭმელია. ძირითად საჭმელთან ერთად კამბოჯელები მიირთმევენ ტკბილ, მჟავე და მარილიან კერძებსაც.

დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ჩინეთისკენ მიმავალი ინდოელი ვაჭრები და პილიგრიმები ხშირად სტუმრობდნენ  კამბოჯის სანაპიროს და აბრეშუმსა და მეტალის ნივთებს იქაურ მოსახლეობას სუნელებში, არომატულ ხეში, სპილოს ძვალსა და ოქროში უცვლიდნენ. დროთა განმავლობაში კამბოჯელებმა გადაიღეს ინდოელებისა და ჩინელების კულტურა და ასე გავრცელდა მათში ინდუიზმი და ბუდიზმი. დღეს მოსახლეობის 90 პროცენტი ბუდისტია.

კამბოჯაში იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ იმედს უზიარებენ იქაურებს. წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ისინი ბევრს ეხმარებიან ღვთის გაცნობაში. ეს წიგნი ხელმისაწვდომია დაახლოებით 250 ენაზე, მათ შორის კამბოჯურზეც.

კამბოჯაში 1 500-ზე მეტი ადამიანი სწავლობს ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან. მათ იპოვეს პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა, მაგალითად: რა მდგომარეობაში არიან მკვდრები? რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, ხელმისაწვდომია კამბოჯურ ენაზე.