არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ვსწავლობთ პალმის ხეზე დაკვირვებით

რას ვსწავლობთ პალმის ხეზე დაკვირვებით

რას ვსწავლობთ პალმის ხეზე დაკვირვებით

„მისი სილუეტი თვალწარმტაცია“. ამგვარად იყო აღწერილი ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ფინიკის პალმა. როგორც ბიბლიურ, ისე თანამედროვე დროში ფინიკის პალმები ამშვენებს ნილოსის ხეობას ეგვიპტეში და მისი გამაგრილებელი ჩრდილი ნეგების უდაბნოს ოაზისებს ეფინება.

როგორც პალმის ხეების უმეტესობას, ფინიკის პალმასაც საოცრად სწორი ზრო აქვს. ზოგის სიმაღლე 30 მეტრს აღწევს და 150 წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს. დიახ, ფინიკის პალმა თავისი სილამაზითა და ნაყოფიერებით გამოირჩევა. ყოველწლიურად ის რამდენჯერმე ისხამს ნაყოფს მტევნებად. მხოლოდ ერთი მტევანი 1000–ზე მეტი ფინიკით არის დახუნძლული. ამ ხის შესახებ ერთმა ავტორმა დაწერა: „მათთვის, ვისაც მაღაზიაში საგანგებოდ შეფუთული ფინიკის ჩირი უყიდია და გაუსინჯავს, ძნელი წარმოსადგენია, რა გემრიელი იქნება ახალმოკრეფილი ფინიკი“.

ბიბლიაში მართებულად არის შედარებული ზოგი ადამიანი პალმის ხეებს. ადამიანი მაღალზნეობრივ ნორმებს უნდა იცავდეს და, პალმის ხეების მსგავსად, მანაც კარგი ნაყოფი უნდა გამოიღოს, თუ სურს, რომ ღვთის მოწონება დაიმსახუროს (მათე 7:17—20). სწორედ ამიტომ გამოიყენებოდა პალმის ხისგან გამოთლილი ორნამენტები დეკორაციის მიზნით როგორც სოლომონის ტაძარში, ისე ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახ ტაძარში (მესამე მეფეთა 6:29, 32, 35; ეზეკიელი 40:14—16, 20, 22). ამგვარად, თაყვანისცემა ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, თაყვანისმცემელს ისეთივე სასურველი თვისებები უნდა ჰქონდეს, როგორც ფინიკის პალმას. ღვთის სიტყვაში აღნიშნულია: „წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება“ (ფსალმუნი 91:13).