არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზოგს მხოლოდ ის სწამს, რასაც თვალით ხედავს

ზოგს მხოლოდ ის სწამს, რასაც თვალით ხედავს

ზოგს მხოლოდ ის სწამს, რასაც თვალით ხედავს

„აგნოსტიკოსების აზრით, ღმერთთან და მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს დიდად აღელვებთ, შეუძლებელია ჭეშმარიტების გაგება; ან თუ შეუძლებელი არ არის, ყოველ შემთხვევაში, დღეისათვის მაინც შეუძლებელია“ (ფილოსოფოსი ბერტრან რასელი, 1953 წელი).

ადამიანი, რომელმაც ენაში დაამკვიდრა სიტყვა „აგნოსტიკოსი“, იყო ბუნებისმეტყველი ტომას ჰაქსლი. ჰაქსლი, რომელიც 1825 წელს დაიბადა, ჩარლზ დარვინის თანამედროვე იყო. ის მხარს უჭერდა ევოლუციის თეორიას. 1863 წელს ჰაქსლიმ დაწერა, რომ ის ვერ ხედავდა იმის ვერანაირ მტკიცებას, რომ არსებობდა ღმერთი, „რომელსაც ვუყვარვართ და რომელიც ზრუნავს ჩვენზე, როგორც ამას ქრისტიანობა ამტკიცებს“.

დღეს ბევრი იზიარებს ამ ცნობილი ადამიანების აზრს და ამბობს, რომ მხოლოდ იმას ირწმუნებენ, რასაც თვალით დაინახავენ. ისინი შესაძლოა ამბობენ, რომ სრული მიამიტობაა, გწამდეს ისეთი ვინმე ან რამე, რომელთა შესახებაც არანაირი მტკიცება არ არსებობს.

გვეუბნება ბიბლია იმას, რომ ბრმად ვირწმუნოთ ღმერთი? სრულებითაც არა. ბიბლია გვიჩვენებს, რომ მიამიტობა და უგუნურებაც კია, გწამდეს ისეთი განაცხადების, რასაც არანაირი დამამტკიცებელი ფაქტები არ გააჩნია. „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 14:15).

მაშ, რა შეიძლება ითქვას ღვთისადმი რწმენაზე? ნამდვილად არის იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ღმერთი არსებობს? და თუ ის არსებობს, ნამდვილად ვუყვარვართ მას და ზრუნავს ის ჩვენზე?

ღვთის თვისებები აშკარად ჩანს

პავლემ, ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, განათლებულ ათენელებთან საუბრისას თქვა, რომ ღმერთმა „შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია“. სკეპტიკურად განწყობილ მსმენელებს პავლემ უთხრა, რომ ღმერთი დაინტერესებულია ადამიანებით და რომ ის სინამდვილეში „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:24—27).

რატომ იყო პავლე დარწმუნებული ღვთის არსებობაში და იმაში, რომ ღმერთი დაინტერესებულია ადამიანებით, რომლებიც თავად შექმნა? რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე ამის ერთ-ერთ მიზეზს მოიხსენიებს. მან ღვთის შესახებ თქვა: „მისი უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20).

მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ ღვთის სამ თვისებაზე, რომლებიც კარგად ჩანს მის შემოქმედებაში. როდესაც ამ სტატიებში მოყვანილ მაგალითებს გაეცნობით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩემზე იმან, რაც ღვთის თვისებების შესახებ გავიგე?“

[ჩანართი 3 გვერდზე]

ბიბლია არ გვეუბნება, რომ ბრმად ვირწმუნოთ ღმერთი