არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია ჩვენთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც გვაცნობს შემოქმედს და გვასწავლის აზრიან ცხოვრებას.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18). აქედან გამომდინარე, ჩვენ თაყვანს ვცემთ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს და როგორც მისი მოწმეები, ვცდილობთ, ღვთის საკუთარი სახელი ყველას ვაუწყოთ (ესაია 43:10—12).

ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვწამს, რომ იესო ქრისტე, ღვთის ძე, * დედამიწაზე მოვლენილი მესია იყო (იოანე 1:34, 41; 4:25, 26). სიკვდილის შემდეგ იესო ზეცად ამაღლდა (1 კორინთელები 15:3, 4). მოგვიანებით ის ღვთის სამეფოს მეფე გახდა (გამოცხადება 11:15). ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა, რომელიც დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს (დანიელი 2:44). „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11, 29).

„როცა ბიბლიას კითხულობენ, სჯერათ, რომ ამ წიგნის მეშვეობით მათ ღმერთი ელაპარაკება. როცა პრობლემების წინაშე დგებიან, ბიბლიას იღებენ და გამოსავალს იქ ეძებენ . . . მათთვის ღვთის სიტყვა დღემდე ცოცხალია“. (კათოლიკე მღვდელმსახურ ბენჯამინ ჩერაიატის ეს სიტყვები დაიბეჭდა გერმანიაში გამომავალ ერთ გაზეთში Münsterländische Volkszeitung)

იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ბიბლიური პრინციპები დღესაც გამოსადეგი და აქტუალურია (ესაია 48:17, 18). ამიტომ ზედმიწევნით ვცდილობთ, დავიცვათ ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები. მაგალითად, რადგან ბიბლია გვაფრთხილებს, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ბილწავს გონებას და სხეულს, ჩვენ თავს ვიკავებთ თამბაქოს მოწევისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისგან (2 კორინთელები 7:1). გარდა ამისა, ვერიდებით იმას, რასაც ბიბლია მკაცრად განსჯის, მაგალითად, ლოთობას, სექსუალურ უზნეობასა და ქურდობას (1 კორინთელები 6:9—11).

^ აბზ. 5 ბიბლია იესოს „მხოლოდშობილ ძესაც“ უწოდებს, ვინაიდან ის იყო პირველი და ერთადერთი ქმნილება, რომელიც უშუალოდ იეჰოვამ შექმნა (იოანე 3:18; კოლოსელები 1:13—15).