არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!“

გახშირებული შეიარაღებული თავდასხმები — რას ამბობს ბიბლია?

გახშირებული შეიარაღებული თავდასხმები — რას ამბობს ბიბლია?

 ამა წლის ივლისში მსოფლიო მასშტაბით არაერთი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა:

  •   „იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს, მკვლელობამ მთელი მსოფლიო შეძრა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იაპონიაში კრიმინალის ძალიან დაბალი დონეა“ („ჯაპან ტაიმსი“, 10 ივლისი, 2022).

  •   „დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დანიის მოსახლეობა თავზარდაცემულია“ („როიტერსი“, 4 ივლისი, 2022).

  •   „სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ სოვეტოში მდებარე ბარში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით 15 ადამიანი მოკლეს“ („გარდიანი“, 10 ივლისი, 2022).

  •   „4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს, და მის წინა დღეებში, აშშ-ში მასობრივი მკვლელობა მოხდა. დაღუპულია 220-ზე მეტი ადამიანი“ („სიბიეს ნიუსი“, 5 ივლისი, 2022).

 დაესმება ოდესმე წერტილი ძალადობას? რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

შეიარაღებული თავდასხმები წარსულს ჩაბარდება

 ბიბლია ჩვენს დროს „ბოლო დღეებს“ უწოდებს. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ამ პერიოდში ხალხი სასტიკად და უმოწყალოდ მოექცეოდა ერთმანეთს (2 ტიმოთე 3:1, 3). სწორედ ასეთი გახშირებული ძალადობის გამო ხალხი შიშში ცხოვრობს (ლუკა 21:11). თუმცა ბიბლია გვპირდება, რომ დადგება დრო, როცა ძალადობა წარსულს ჩაბარდება და „ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და წყნარ მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს“ (ესაია 32:18). როგორ დაესმება წერტილი შეიარაღებულ თავდასხმებს?

 ღმერთი ბოლოს მოუღებს ბოროტებას და მოსპობს ყველანაირ საომარ იარაღს

  •   „ბოროტები მოისპობიან დედამიწაზე“ (იგავები 2:22).

  •   „[ღმერთი] წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს საომარ ეტლებს“ (ფსალმუნი 46:9).

 ღმერთი ადამიანებს მშვიდობიან ცხოვრებას ასწავლის

  •   „ზიანს აღარავის მიაყენებენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

  •   ღმერთი მთელ მსოფლიოში დღესვე ასწავლის ადამიანებს, რომ იყვნენ მშვიდობისმყოფელები. მათზე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს“ (მიქა 4:3).

 ამ ბიბლიური დანაპირების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, წაიკითხეთ სტატია „შესაძლებელია შიშის გარეშე ცხოვრება?“ [ინგლ.].

 წაიკითხეთ სტატია „დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება!“ და გაიგეთ, როგორ დაესმება წერტილი ძალადობას ერთხელ და სამუდამოდ.