არჩეულ მასალაზე გადასვლა

როდის დადგება ქვეყნიერების აღსასრული?

როდის დადგება ქვეყნიერების აღსასრული?

ბიბლია გვპასუხობს

 იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როდის მოვა ქვეყნიერების აღსასრული, აუცილებელია გვესმოდეს, რა იგულისხმება „ქვეყნიერებაში“, რომელზეც ბიბლია საუბრობს. ბერძნული სიტყვა კოსმოს,  ჩვეულებრივ, ქვეყნიერებად ითარგმნება; მასში უმეტესწილად იგულისხმება კაცობრიობა, რომელიც არ ცხოვრობს ღვთის ნების თანახმად (იოანე 15:18, 19; 2 პეტრე 2:5). ზოგ შემთხვევაში სიტყვა კოსმოს შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ სისტემას ან წყობას (1 კორინთელები 7:31; 1 იოანე 2:15, 16). a

რა არის „ქვეყნიერების აღსასრული“?

 ფრაზა „ქვეყნიერების აღსასრული“, რომელიც ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებში გვხვდება, შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „ქვეყნიერების წყობის აღსასრული“ ან „საუკუნის დასასრული“ (მათე 24:3, სსგ). მასში დედამიწისა და ყველა ადამიანის განადგურება კი არ იგულისხმება, არამედ გარკვეული სისტემისა და წყობის (1 იოანე 2:17).

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ბოროტმოქმედნი მოისპობიან“, რაც საშუალებას მისცემს მართლებს, გაიხარონ დედამიწაზე ცხოვრებით (ფსალმუნი 37:9—11). ბოროტები განადგურდებიან არმაგედონში, რომელიც „დიდი გასაჭირის“ კულმინაცია იქნება (მათე 24:21, 22; გამოცხადება 16:14, 16).

როდის განადგურდება ქვეყნიერება?

 ამის შესახებ იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:36, 42). იესომ ისიც აღნიშნა, რომ ეს დღე მოულოდნელად დადგებოდა. მან თქვა: „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:44).

 მართალია, არ ვიცით ზუსტი დღე და საათი, მაგრამ იესომ აღწერა „ნიშანი“, რომელიც ერთდროულად ბევრ მოვლენას მოიცავს და ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებაზე მიუთითებს (მათე 24:3, 7—14). ბიბლია დროის ამ მონაკვეთს „უკანასკნელ დროს“ და „ბოლო დღეებს“ უწოდებს (დანიელი 12:4; 2 ტიმოთე 3:1—5).

გადაურჩება რამე ქვეყნიერების აღსასრულს?

 დიახ. დედამიწა არ განადგურდება, რადგან ბიბლია ამბობს, რომ ის „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). ის ადამიანებით აივსება, როგორც ამას ბიბლია გვპირდება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). ღმერთი შეასრულებს თავის განზრახვას და ხალხს ისეთ პირობებს შეუქმნის, როგორშიც პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ:

a ბერძნული სიტყვა ეონ ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში „ქვეყნიერებად“ არის გადმოტანილი. ასეთ შემთხვევებში ეონ ძალიან ჰგავს ბერძნულ სიტყვა კოსმოსს და ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.