არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW.ORG ვებგვერდი

JW.ORG-ის ფუნქცია Amazon Alexa-თვის

JW.ORG-ის ფუნქცია Amazon Alexa-თვის

იმ მოწყობილობებიდან, რომელთაც აქვთ Alexa-ს მხარდაჭერა, შეგიძლიათ ჩართოთ შერჩეული მასალა ვებგვერდიდან jw.org.

დაყენების პროცესი

მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას, დაუკავშირდით ინტერნეტს და დაიწყეთ დაყენების პროცესი (გაითვალისწინეთ, რომ Amazon Alexa არაა ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე).

jw.org ფუნქციის ჩასართავად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

  1. გადადით ბმულზე https://www.amazon.com/dp/B07YSRTQ27/.

  2. შედით თქვენი Amazon-ის ანგარიშზე, რომელიც დაკავშირებულია Alexa-თან.

  3. დააკლიკეთ ღილაკზე „ჩართვა“.

JW.ORG ფუნქცია

თქვენ მიერ წარმოთქმული ხმოვანი ბრძანება უნდა შეიცავდეს ვებგვერდის სახელს jw.org, მაგალითად:

  • „Alexa, ჩართე სიმღერები jw.org-დან“.

  • „Alexa, უთხარი jw.org-ს, რომ ჩართოს სიმღერები“.

Alexa-ს შეუძლია, ჩართოს თქვენ მიერ მოთხოვნილი მასალის აუდიოჩანაწერი. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი რამ, რისი ჩართვაც Alexa-ს შეუძლია.

შენიშვნა: კავებში ისეთი სიტყვებია ჩასმული, რომელთა გამოყენებაც აუცილებელი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, მაგალითად: „Alexa, წაიკითხე [დღევანდელი] დღის მუხლი jw.org-დან“. ამ შემთხვევაში, სიტყვა „დღევანდელის“ გამოყენება აუცილებელი არ არის, რადგან თუ არ დააკონკრეტეთ, Alexa ისედაც იმ დღის მუხლს წაიკითხავს.

Alexa-ს აგრეთვე აქვს ფუნქცია ჩართოს მასალა სხვა ენებზეც (იხილეთ ქვესათაური „ მასალის ჩართვა სხვადასხვა ენაზე“).

ბიბლია

Alexa ჩართავს ბიბლიური მონაკვეთის აუდიოვერსიას 2013 წლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ (ინგლისური), ხოლო თუ მოთხოვნილი აუდიოჩანაწერი არ იძებნება, ის ჩაირთვება ბიბლიის 1984 წლის გამოცემიდან (ინგლისური).

  • „Alexa, ჩართე დაბადება jw.org-დან“.

    (ჩაირთვება მოთხოვნილი ბიბლიის წიგნის აუდიოვერსია პირველი თავიდან)

  • „Alexa, ჩართე მათეს მე-5 თავი jw.org-დან“.

    (ბიბლიის წიგნის აუდიოჩანაწერი ჩაირთვება მოთხოვნილი თავიდან)

  • „Alexa, ჩართე რომაელების მე-15 თავის მე-4 მუხლი jw.org-დან“.

    (ჩანაწერი ჩაირთვება მოთხოვნილი მუხლიდან. შენიშვნა: ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ 2013 წლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისური გამოცემისთვის.)

მუსიკა

თუ Alexa-ს მუსიკის ჩართვის ბრძანებას მისცემთ, მუსიკა არათანმიმდევრულად ჩაირთვება და არ შეჩერდება მანამ, სანამ ამას არ მოითხოვთ.

  • „Alexa, ჩართე მუსიკა jw.org-დან“.

    (ჩაირთვება სხვადასხვა მუსიკა)

  • „Alexa, ჩართე სიმღერები jw.org-დან“.

    (ჩაირთვება სიმღერები)

  • „Alexa, ჩართე სამეფოს სიმღერები jw.org-დან“.

    (ჩაირთვება სამეფოს სიმღერები ორკესტრის და ვოკალური შესრულებით)

  • „Alexa, ჩართე სამეფოს სიმღერები ვოკალური შესრულებით jw.org-დან“.

    აგრეთვე ხელმისაწვდომია: სამეფოს სიმღერები შეხვედრებისთვის და სამეფოს სიმღერები ორკესტრის შესრულებით

    (ჩაირთვება თქვენ მიერ მოთხოვნილი მუსიკა)

  • „Alexa, ჩართე სიმღერა №38 [ვოკალური შესრულებით] jw.org-დან“.

    (ჩაირთვება სიმღერის ვოკალური ვერსია)

  • „Alexa, ჩართე სიმღერა №3 შეხვედრებისთვის jw.org-დან“.

    აგრეთვე ხელმისაწვდომია: სიმღერა №3 ორკესტრის შესრულებით

    (ჩაირთვება თქვენ მიერ მოთხოვნილი მუსიკა)

შეხვედრები

Alexa-ს შეუძლია ჩართოს წინა, მიმდინარე და მომდევნო კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამით გათვალისწინებული მონაკვეთი, „საგუშაგო კოშკის“ განსახილველი სტატია, შუაკვირის შეხვედრის გეგმა, ან კრების ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილი მასალა. კვირის პირველ დღედ ითვლება ორშაბათი.

  • „Alexa, წაიკითხე მიმდინარე კვირის ბიბლიური მონაკვეთი jw.org-დან“ ან „Alexa, წაიკითხე ამ კვირისთვის განკუთვნილი ბიბლიური მონაკვეთი jw.org-დან“.

    (ჩაირთვება შუაკვირის შეხვედრისთვის გათვალისწინებული ბიბლიური მონაკვეთი)

  • „Alexa, წაიკითხე წინა კვირის ბიბლიური მონაკვეთი jw.org-დან“.

    (ჩაირთვება წინა კვირის გეგმით გათვალისწინებული ბიბლიური მონაკვეთი)

  • „Alexa, წაიკითხე მომდევნო კვირის ბიბლიური მონაკვეთი jw.org-დან“.

    (ჩაირთვება მომდევნო კვირის გეგმით გათვალისწინებული ბიბლიური მონაკვეთი)

  • «Alexa, წაიკითხე მიმდინარე კვირის „საგუშაგო კოშკის“ სტატია jw.org-დან».

    (ჩაირთვება მიმდინარე კვირაში განსახილველი „საგუშაგო კოშკის“ სტატია)

  • „Alexa, წაიკითხე მიმდინარე კვირის კრების ბიბლიის შესწავლის მასალა jw.org-დან“.

    (ჩაირთვება მიმდინარე კვირისთვის განკუთვნილი კრების ბიბლიის შესწავლის მასალა)

  • «Alexa, წაიკითხე მიმდინარე კვირის „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ [პროგრამა] jw.org-დან».

    (ჩაირთვება შუაკვირის შეხვედრის გეგმა)

კონკრეტული პუბლიკაციები

  • „Alexa, წაიკითხე [დღევანდელი] დღის მუხლი jw.org-დან“.

    (Alexa წაიკითხავს დღის მუხლს და თანდართულ კომენტარს ბროშურიდან „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“)

  • „Alexa, წაიკითხე მომდევნო დღის მუხლი jw.org-დან“.

    აგრეთვე ხელმისაწვდომია: წინა დღის მუხლი ან მომდევნო ოთხშაბათის მუხლი ან 1 დეკემბრის მუხლი.

    (Alexa წაიკითხავს კონკრეტული დღის მუხლს)

  • «Alexa, წაიკითხე „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!” გაკვეთილი 1-ელი jw.org-დან» ან «Alexa, წაიკითხე წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!” 1-ელი გაკვეთილი jw.org-დან».

    (ჩაირთვება გაკვეთილი)

  • «Alexa, წაიკითხე „კითხვა და სწავლება” გაკვეთილი 1-ელი jw.org-დან» ან «Alexa, წაიკითხე ბროშურის „კითხვა და სწავლება” 1-ელი გაკვეთილი jw.org-დან».

    (ჩაირთვება გაკვეთილი)

დამატებითი ფუნქციები

  • „Alexa, ჩართე უახლესი ბეთელის დილის პროგრამა jw.org-დან“.

    (ჩაირთვება უახლესი ბეთელის დილის პროგრამა)

  • „Alexa, ჩართე ბეთელის დილის პროგრამა jw.org-დან“.

    (ბეთელის დილის პროგრამები ჩაირთვება არათანმიმდევრულად)

  • „Alexa, ჩართე ფილმები jw.org-დან“.

    (ჩაირთვება ფილმების აუდიოჩანაწერები არათანმიმდევრულად)

  • „Alexa, ჩართე ბიბლიის მხატვრული კითხვა jw.org-დან“.

    (ჩაირთვება ბიბლიის მხატვრული კითხვის ჩანაწერები არათანმიმდევრულად)

  • „Alexa, ჩართე [ამ თვის] JW მაუწყებლობის პროგრამა jw.org-დან“.

    (ჩაირთვება JW მაუწყებლობის უახლესი პროგრამის აუდიოვერსია)

  • „Alexa, ჩართე 2019 წლის იანვრის JW მაუწყებლობის პროგრამა jw.org-დან“.

    (ჩაირთვება აღნიშნული თვის JW მაუწყებლობის პროგრამის აუდიოვერსია)

  • „Alexa, ჩართე ხელმძღვანელი საბჭოს [უახლესი] ანგარიში jw.org-დან“.

    (ჩაირთვება ხელმძღვანელი საბჭოს უახლესი ანგარიშის აუდიოჩანაწერი; მისი დასრულების შემდეგ კი, ავტომატურად ჩაირთვება წინა ანგარიში.)

 მასალის ჩართვა სხვადასხვა ენაზე

თუ ხელმისაწვდომია, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი აუდიოჩანაწერის სხვა ენაზე ჩართვა jw.org-დან.

მაგალითად:

  • «Alexa, წაიკითხე მიმდინარე კვირისთვის განკუთვნილი „საგუშაგო კოშკის“ სტატია რუსულად jw.org-დან».

  • „Alexa, წაიკითხე მიმდინარე კვირის, კრების ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილი მასალა ტაგალურ ენაზე jw.org-დან”.

  • „Alexa, ჩართე სიმღერები კორეულად jw.org-დან”.

  • „Alexa, ჩართე უახლესი ბეთელის დილის პროგრამა ჰინდიზე jw.org-დან”.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ:

  • Alexa-ს არ შეუძლია დღის მუხლის სხვა ენაზე წაკითხვა, რადგან Alexa-ს მხოლოდ მოწყობილობის პროგრამულ ენაზე წაკითხვის ფუნქცია აქვს.

  • jw.org ფუნქცია მიჰყვება მსოფლიოს წამყვან ენებზე არსებულ შუაკვირის შეხვედრის გეგმას. ზოგიერთ კრებაში კრების ბიბლიის შესწავლის დროს განიხილავენ სხვა პუბლიკაციას.

აუდიოჩანაწერების მართვა

აუდიოჩანაწერების მართვა შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებით, მაგალითად:

  • „Alexa, შეჩერდი” ან „Alexa, გაჩერდი”.

    (ჩანაწერი დაპაუზებული იქნება მანამ, სანამ არ მოითხოვთ გაგრძელებას.)

  • „Alexa, გააგრძელე”.

    (დაპაუზებული ჩანაწერი გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუ ის არ არის jw.org-დან.)

  • „Alexa, შემდეგი” ან „Alexa, გამოტოვე”.

    (ჩაირთვება შემდეგი ჩანაწერი)

  • „Alexa, წინა”.

    (ჩაირთვება ამჟამად ჩართულ ჩანაწერამდე გახსნილი მასალა)

  • „Alexa, დაიწყე ხელმეორედ” ან „Alexa, თავიდან ჩართე”.

    (ამჟამად ჩართული ჩანაწერი დაიწყება თავიდან)

  • „Alexa, გაიმეორე”.

    (ჩართული ჩანაწერი ან ჩანაწერების კრებული, დასრულების შემდეგ ავტომატურად დაიწყება თავიდან.)

  • „Alexa, გამორთე გამეორება”.

    (ჩართული ჩანაწერი ან ჩანაწერების კრებული დასრულების შემდეგ ავტომატურად აღარ დაიწყება თავიდან)