არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვებგვერდი JW.ORG

როგორ ვისარგებლოთ სასწავლო ბიბლიით

როგორ ვისარგებლოთ სასწავლო ბიბლიით

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (სასწავლო გამოცემა) შესულია შესწავლისთვის დამხმარე შემდეგი საშუალებები:

  • ბიბლიის თითოეული წიგნის წინასიტყვაობა, მათ შორის სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც ამ წიგნს გვაცნობს

  • თითოეული წიგნის მოკლე შინაარსი

  • დამატებითი მასალა, რომელიც თან ერთვის მუხლს

  • სქოლიოები, რომლებიც თან ახლავს ცალკეულ სიტყვებსა თუ ფრაზებს

  • მარგინალური მუხლები, რომლებიც კატეგორიებადაა დაყოფილი

  • მედიაფაილები (სურათები და ვიდეორგოლები)

  • დანართები თანდართული რუკებით, დიაგრამებით და სხვა საკვლევი მასალით

  • თითოეული თავის აუდიოჩანაწერი

  • ბიბლიური მუხლები სხვადასხვა თარგმანიდან

მათეს სახარების სასწავლო გამოცემა ინგლისურ ენაზე 2015 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ბიბლიის სხვა წიგნები ეტაპობრივად გამოდის მას შემდეგ.

მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს, რათა უკეთ გაეცნოთ სასწავლო ბიბლიის თავისებურებებს:

 მოძებნეთ ბიბლიის კონკრეტული წიგნი და თავი.

იხილეთ პუბლიკაციები > ბიბლია და შემდეგ დააწკაპუნეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სასწავლო გამოცემის ყდაზე ან მის ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

  • ბიბლიის ამა თუ იმ წიგნზე მოცემული „ძვირფასი ქვის“ ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ხელმისაწვდომია დამატებითი სასწავლო მასალა.

  • ბიბლიის ამა თუ იმ წიგნზე მოცემული ყურსასმენის ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ხელმისაწვდომია აუდიოჩანაწერები.

  • დააწკაპუნეთ ჰორიზონტალური ჩვენების ღილაკზე, რათა კომპაქტური ფორმატით იხილოთ მასალა, რომელიც სასწავლო ბიბლიას ახლავს თან. ჩვენების ეს რეჟიმი ავტომატურადაა დაყენებული.

  • დააწკაპუნეთ ვერტიკალური ჩვენების ღილაკზე, რათა ვერტიკალური სიის სახით იხილოთ მასალა, რომელიც ერთვის სასწავლო ბიბლიას, სადაც ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ცალ-ცალკე სვეტებად არის მოცემული.

თქვენ შეგიძლიათ აგრეთვე ნახოთ დამატებითი მასალა, მათ შორის ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი, დანართები და მედიაფაილები.

ბიბლიის კონკრეტული წიგნისა და თავის გასახსნელად შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენოთ:

1) სარჩევში შეარჩიეთ სასურველი წიგნი და გახსენით. ეკრანზე გამოჩნდება თავების ჩამონათვალი, მოკლე შინაარსი და შესაბამისი დამატებითი მასალა, მაგალითად:

  • ზოგადი ცნობები ამ ბიბლიის წიგნის შესახებ და, თუ ხელმისაწვდომია, შესაბამისი ვიდეორგოლი.

  • მოკლე შინაარსი.

  • შესაბამისი მედიაფაილების გალერეა.

აირჩიეთ თავი, რომლის შესწავლაც გსურთ.

2) აირჩიეთ სასურველი ბიბლიის წიგნი და თავი გვერდის თავში ჩამოსაშლელი სანავიგაციო პანელის მეშვეობით.

 გამოიყენეთ ბიბლიის კონკრეტული თავის შესწავლაში დამხმარე საშუალებები.

ბიბლიის ტექსტი მოცემულია საკითხავ ველში ეკრანის მარცხენა მხარეს, ხოლო შესწავლისთვის დამხმარე მასალა ეკრანის მარჯვენა მხარეს სასწავლო ველში. მობილურ მოწყობილობებში სასწავლო ველი არ ჩანს ბიბლიის ტექსტთან ერთად. ის იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ ბიბლიური მუხლის ნომერზე, სქოლიოს ნიშანზე ან მარგინალური მუხლის აღმნიშვნელ ასოზე დააწკაპუნებთ.

  • დააწკაპუნეთ რომელიმე თავის ან მუხლის ნომერზე, რათა სასწავლო ველში გამოჩნდეს სასწავლო მასალა, რომელიც ამ მუხლს ერთვის.

  • დააწკაპუნეთ სქოლიოს ნიშანზე, რათა იხილოთ სქოლიო, რომელიც სიტყვას ან ფრაზას ერთვის.

  • დააწკაპუნეთ მარგინალური მუხლის აღმნიშვნელ ასოზე, რათა სასწავლო ველში გამოჩნდეს მარგინალური მუხლი და ნახოთ ის მონაკვეთი, რომელიც ამ მუხლთან არის დაკავშირებული.

  • კონკრეტული მუხლის აუდიოჩანაწერის მოსასმენად დააწკაპუნეთ ტექსტზე და როცა ეკრანზე სპეციალური ღილაკი გამოჩნდება, დააწკაპუნეთ მასზე.

  • მთლიანი თავის აუდიოჩანაწერის მოსასმენად გვერდის თავში მოცემულ აუდიოპანელზე ჩართვის ღილაკზე დააწკაპუნეთ.

  • დააწკაპუნეთ პაუზის ღილაკზე, თუ გსურთ აუდიოჩანაწერის დაპაუზება.

  • დააწკაპუნეთ საკვლევ ფანჯარაზე, რომ გაააქტიუროთ საკვლევი ფანჯარა სასწავლო ველში და იხილოთ ყველა შესასწავლი მასალა, სქოლიოები, მარგინალური მუხლები და მედია-ფაილები, რომლებიც ამა თუ იმ თავს ერთვის (როცა კონკრეტულ თავს ჩართავთ, ეს ფანჯარა ავტომატურად გამოჩნდება).

  • დააწკაპუნეთ სხვადასხვა თარგმანის შედარების ღილაკზე, რათა სასწავლო ველში გაიხსნას სპეციალური ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მონიშნული მუხლის სხვადასხვა თარგმანი.

  • დააწკაპუნეთ მარგინალური მუხლების ღილაკზე, რათა გაააქტიუროთ სასწავლო ველში სპეციალური ფანჯარა, სადაც ნახავთ მოცემული თავის კატეგორიებად დალაგებულ მარგინალურ მუხლებს.

საკვლევი ფანჯარა

საკვლევი ფანჯრის გახსნისას ავტომატურად გამოჩნდება არჩეული თავის მოკლე შინაარსი. თუ მოკლე შინაარს თან ახლავს დამატებითი ტექსტი, რომელიც არ ჩანს, დააჭირეთ პლუსს (+), რათა სრულად იხილოთ ტექსტი, ხოლო ტექსტის — დასამალად მინუსს (-).

გარდა ამისა, თითოეულ მუხლს ერთვის შემდეგი მასალა:

  • დამატებითი მასალა: მასალა, რომელიც კონკრეტული მუხლის გაგებაში გვეხმარება.

    გახსენით დამატებითი მასალა, მაგალითად, ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი და დანართები.

  • მედიაფაილები: სურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც თან ერთვის ამ მუხლს. დააწკაპუნეთ სურათზე ან წარწერაზე, რათა შეხვიდეთ მედიაფაილების გალერეაში.

  • სქოლიოები: დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მუხლში მოცემულ კონკრეტულ სიტყვასა თუ ფრაზას ერთვის.

  • მარგინალური მუხლები: მარგინალური მუხლები უკავშირდება მუხლში მოცემულ კონკრეტულ სიტყვას ან ფრაზას. მარგინალური მუხლის წასაკითხად დააჭირეთ პლუსს (+), დასამალად კი — მინუსს (-).

საკითხავ ველში დააწკაპუნეთ მუხლის ნომერზე, სქოლიოს ნიშანზე ან მარგინალური მუხლის აღმნიშვნელ ასოზე, რათა სასწავლო ველში გამოჩნდეს მასალა, რომელიც თან ერთვის მუხლს.

ბიბლიის სხვადასხვა თარგმანის შედარების ფანჯარა

სხვადასხვა თარგმანის შედარების ფანჯარაში შეგიძლიათ იხილოთ მონიშნული მუხლის სხვადასხვა თარგმანი. საკითხავ ველში დააჭირეთ სხვა მუხლს, რათა ამ მუხლის ალტერნატიული თარგმანები ნახოთ.

მარგინალური მუხლების ფანჯარა

მარგინალური მუხლების ფანჯარაში შეგიძლიათ ნახოთ მონიშნული თავის ყველა მარგინალური მუხლი, რომლებიც სამ კატეგორიადაა დაყოფილი:

  1.  

  2.  

  3. აგრეთვე გამოყენებულია მსგავსი ფრაზა ან განიხილება მსგავსი პრინციპი.

თითოეულ შემთხვევაში დააჭირეთ პლუსს (+), რათა ნახოთ ყველა მარგინალური მუხლი და ტექსტი, რომელიც ერთვის მოცემულ მუხლს, ან დააჭირეთ მინუსს (-), რათა დამალოთ ეს ინფორმაცია.

დააწკაპუნეთ მარგინალური მუხლების ერთ-ერთ კატეგორიასთან მიბმულ ჩარჩოზე ყველას მონიშვნა, რათა საკითხავ ველში მოინიშნოს ყველა ის მარგინალური მუხლი, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მაგალითად, ეს დაგეხმარებათ, ნახოთ ის ბიბლიური მონაკვეთები, სადაც ქრისტიანული-ბერძნული წერილების დამწერი ებრაული წერილებიდან ციტირებს.

 იხილეთ სურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც თან ერთვის ბიბლიის წიგნს.

მედიაფაილების გალერეაში განთავსებულია ის სურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც დაკავშირებულია ბიბლიის კონკრეტულ წიგნთან. მედიაფაილები იმის მიხედვით ჩნდება, რომელ ბიბლიურ მონაკვეთთანაც არის მიბმული.

მედიაფაილების გალერეაში შესვლა რამდენიმე გზით შეგიძლიათ:

  • დააწკაპუნეთ სურათზე სასწავლო ველში.

  • სარჩევში ან ჩამოსაშლელ სანავიგაციო პანელზე აირჩიეთ მედიაფაილების გალერეა.

მედიაფაილების გალერეა დაყოფილია სამ ნაწილად:

  1. სურათი ან ვიდეორგოლი. დააწკაპუნეთ მარჯვენა ან მარცხენა ისარზე, რათა ნახოთ წინა ან მომდევნო მედიაფაილი.

  2. წარწერა, რომელიც აღწერს სურათს და სასწავლო ველში მოცემული მუხლების ჩამონათვალი, რომლებიც ამავე სურათთან არის დაკავშირებული.

    შედარებით პატარა მობილურ მოწყობილობებში დააწკაპუნეთ ზედა ისარს, რათა იხილოთ სურათის წარწერა, ხოლო სურათის წარწერის ჩასაკეცად — ქვედა ისარს.

  3. ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული პატარა-პატარა სურათები, რომლებიც მედიაფაილებზე გადაგიყვანთ. დააწკაპუნეთ მარცხენა ან მარჯვენა ისარზე, რათა იხილოთ უფრო მეტი პატარ-პატარა სურათი. დააწკაპუნეთ რომელიმე პატარა სურათზე, რათა ნახოთ თანდართული სურათი ან ვიდეორგოლი.

როდესაც აირჩევთ სურათს აღწერით, შეგიძლიათ დააჭიროთ დაკვრის ღილაკს და მოისმინოთ აღწერის ჩანაწერი.

ვიდეორგოლის არჩევისას ისარგებლეთ იმ ღილაკებით, რომლითაც შეგიძლიათ ჩართოთ ან დააპაუზოთ ვიდეო ან მთლიან ეკრანზე უყუროთ.

 გამოიყენეთ ბიბლიის წიგნის მოკლე შინაარსი, ლექსიკონი და დანართები

თქვენ შეგიძლიათ ორი საშუალებით იხილოთ ამა თუ იმ მუხლთან დაკავშირებული დამატებითი მასალა:

  • დააწკაპუნეთ შესასწავლ ველში მოცემულ დამატებით მასალაზე გადამყვან ბმულზე.

  • აირჩიეთ მასალა სარჩევში ან ჩამოსაშლელ სანავიგაციო პანელზე.

ბიბლიის წიგნის მოკლე შინაარსი მოცემულია არასრული სახით. სრული ტექსტის სანახავად დააჭირეთ პლუსს (+), ხოლო ტექსტის დასამალად — მინუსს (-).

ზოგ დანართში ინფორმაცია ორგვარადაა მოცემული: ერთ შემთხვევაში როგორც ერთი მთლიანი სურათი (განთავსებულია აგრეთვე ინფორმაცია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დაბეჭდილი ვარიანტიდან), მეორე შემთხვევაში კი ტექსტი ცალკეული სურათებით.

  • იხილეთ შესასწავლი მასალა სურათის სახით. დააწკაპუნეთ სურათზე, რათა შესაბამის პროგრამაში გაიხსნას.

  • იხილეთ შესასწავლი მასალა ტექსტის სახით, რომელზეც მიბმულია ცალკეული სურათები. ასეთი განლაგება საშუალებას მოგცემთ, დააწკაპუნოთ ბიბლიური მუხლის ბმულზე ან სხვა თანდართულ მასალაზე, რათა იხილოთ სასწავლო ველში განთავსებული ტექსტი.