იოანეს სახარება 2:1—25

  • ქორწილი კანაში; წყლის ღვინოდ გადაქცევა (1—12).

  • იესო წმენდს ტაძარს (13—22).

  • იესომ იცის ადამიანის ბუნება (23—25).

2  მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში. იესოს დედაც იქ იყო.  ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებულნი.  ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა უთხრა: „ღვინო აღარ აქვთ“.  იესომ მიუგო: „მერე ჩვენ რა შუაში ვართ?!* ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“.  დედამისმა სუფრის მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც ის გეტყვით!“  იუდეველთა განწმენდის წესისამებრ,+ იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა.  იესომ მათ უთხრა: „წყლით აავსეთ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე.  შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით“. მათაც მიართვეს.  როცა სუფრის გამრიგემ, რომელმაც მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (წყლის ღვინოდ ქცევის ამბავი მხოლოდ სუფრის მომსახურეებმა იცოდნენ), ნეფეს დაუძახა 10  და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო, როცა ხალხი შეთვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11  იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა. ასე დაიწყო მან სასწაულების მოხდენა, რითაც გააცხადა თავისი დიდება;+ ირწმუნეს იგი მისმა მოწაფეებმა. 12  ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან. 13  მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში წავიდა. 14  ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15  თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა თავიანთ ცხვართან და საქონელთან ერთად, ხოლო ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+ 16  მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“+ 17  მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე*“.+ 18  ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშანს გვიჩვენებ იმის დასამტკიცებლად,+ რომ გაქვს ამის გაკეთების უფლება?“ 19  იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ!“+ 20  იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი 46 წელიწადი შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?!“ 21  თუმცა ტაძარში იესო თავის სხეულს გულისხმობდა.+ 22  როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ, ამას რომ ამბობდა ხოლმე.+ მათ ირწმუნეს წმინდა წერილიცა და იესოს ნათქვამიც. 23  იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ბევრმა იხილა იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები და ირწმუნა იგი*, 24  მაგრამ იესო სიფრთხილეს იჩენდა, რადგან იცნობდა მათ; 25  მას არ სჭირდებოდა, რომ მისთვის ვინმეს აეხსნა ადამიანის ბუნება, რადგან ისედაც იცნობდა მას.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „[მერე] მე და შენ რა, ქალო?!“ ეს იყო წინააღმდეგობის გამომხატველი იდიომი; მიმართვა „ქალო“ არ იყო შეურაცხმყოფელი.
სავარაუდოდ, ამ მუხლში მოხსენიებულ საწყაოში იგულისხმება ბათი. ბათი უდრიდა 22 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „მოშურნეობამ შემჭამა“.
სიტყვასიტყვით — „მისი სახელი“.