იოანეს სახარება 9:1—41

  • იესო კურნავს დაბადებიდან უსინათლო მამაკაცს (1—12).

  • ფარისევლები კითხვებს უსვამენ თვალახელილ კაცს (13—34).

  • ფარისეველთა სიბრმავე (35—41).

9  ერთხელ გზად მიმავალმა იესომ დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო.  მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რაბი,+ ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რომ დაიბადა?“  იესომ უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო.+  სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ,+ რადგან მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.  სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ“.+  ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა, იმ კაცს თვალებზე წაუსვა+  და უთხრა: „წადი, მოიბანე სილოამის აუზში!“ („სილოამი“ „წარგზავნილად“ ითარგმნება). ისიც წავიდა, მოიბანა და თვალახელილი დაბრუნდა.+  მეზობლები თუ სხვები, რომლებიც მას მათხოვრად იცნობდნენ, კითხულობდნენ, ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდაო.  ზოგი ამბობდა, ის არისო, ზოგიც — ის არ არის, მაგრამ ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა, მე ის ვარო. 10  მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ აგეხილა თვალი?“ 11  მან უპასუხა: „კაცმა, რომელსაც იესო ჰქვია, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი და სილოამში მოიბანეო.+ მეც წავედი, მოვიბანე და თვალიც ამეხილა“. 12  მერე ჰკითხეს: „სად არის ის კაცი?“ მან მიუგო: „არ ვიცი“. 13  მიუყვანეს ფარისევლებს უკვე თვალახელილი კაცი. 14  შაბათი+ იდგა, როცა იესომ ტალახი მოზილა და უსინათლოს თვალი აუხილა.+ 15  ახლა ფარისევლებმა დაუწყეს გამოკითხვა, როგორ აეხილა თვალი. მან უთხრა: „ტალახი წამისვა თვალებზე, შემდეგ მოვიბანე და თვალიც ამეხილა“. 16  მაშინ ზოგმა ფარისეველმა თქვა, ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავსო.+ ზოგიც ამბობდა, განა ცოდვილი კაცი ასეთ სასწაულებს მოახდენსო?!+ მათ შორის აზრი გაიყო.+ 17  მაშინ კვლავ ჰკითხეს დაბადებიდან უსინათლო კაცს: „შენ რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია!“ 18  იუდეველებს მაინც არ სჯეროდათ, რომ იგი უსინათლო იყო და თვალი აეხილა, ამიტომ მის მშობლებს დაუძახეს 19  და ჰკითხეს: „ეს არის თქვენი ვაჟი, რომელზეც ამბობთ, უსინათლო დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“ 20  მშობლებმა მიუგეს: „ის კი ვიცით, რომ ჩვენი ვაჟია და უსინათლო დაიბადა, 21  მაგრამ არ ვიცით, როგორ აეხილა თვალი ან ვინ აუხილა. თავად ჰკითხეთ, პატარა აღარ არის და თავის თავზე თვითონ ილაპარაკოს“. 22  მისმა მშობლებმა ეს იუდეველების შიშით+ თქვეს, რომლებსაც პირი ჰქონდათ შეკრული, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.+ 23  ამიტომაც უთხრეს მშობლებმა, პატარა აღარ არის, თავად ჰკითხეთო. 24  მაშინ ხელმეორედ მოუხმეს თვალახელილ კაცს და უთხრეს: „დიდება მიაგე ღმერთს! ჩვენ ვიცით, რომ ეგ კაცი ცოდვილია!“ 25  მან უპასუხა: „ცოდვილია თუ არა, არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ უსინათლო ვიყავი და ახლა ვხედავ!“ 26  მაშინ ჰკითხეს მას: „რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალი?“ 27  მან მიუგო: „უკვე გითხარით და არ მომისმინეთ. რად გინდათ იმავეს მოსმენა?! თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გსურთ?“ 28  მათ კი ზიზღით მიუგეს: „მისი მოწაფე შენ ხარ, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ! 29  ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ღმერთი ელაპარაკებოდა, ეს კაცი კი არ ვიცით, საიდან მოვიდა!“ 30  მან მიუგო: „გასაკვირიც ის არის, რომ არ იცით, საიდან მოვიდა, მან კი თვალი ამიხილა! 31  ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს,+ მაგრამ ვისაც ღვთის ეშინია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს.+ 32  აქამდე არავის სმენია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს დაბადებიდან უსინათლოსთვის. 33  ის რომ ღვთისგან არ იყოს, ვერაფერს გააკეთებდა“.+ 34  მათ უპასუხეს: „ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?!“ შემდეგ კი გარეთ გააგდეს.+ 35  იესომ გაიგო, რომ იგი გამოაგდეს და, როცა შეხვდა, ჰკითხა: „გწამს კაცის ძე?“ 36  მან მიუგო: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“ 37  იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი. ვისაც ელაპარაკები, ისაა“. 38  მაშინ მან თქვა: „მწამს, უფალო!“, და პირქვე დაემხო. 39  იესომ უთხრა: „ქვეყნიერებაში გასასამართლებლად მოვედი, რათა ვინც ვერ ხედავს, დაინახოს,+ ხოლო ვინც ხედავს, დაბრმავდეს!“+ 40  მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა გაიგონა ეს და უთხრა მას: „ანუ ჩვენც ბრმები ვართ?!“ 41  იესომ მიუგო: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ბრალი არ დაგედებოდათ, მაგრამ, რადგან ამბობთ, ვხედავთო, ცოდვა არ გეპატიებათ!“+

სქოლიოები